Saturday, January 22, 2011

რა (ჯანდაბა) სურთ კაცებს?!

2011 წელი მსოფლიოს ეკონომიკის კორიფეებმა დიდი ინფლაციის წლად დაასახელეს. მარტივად რომ გითხრათ, ინფლაცია ფულის გაუფასურებას ნიშნავს, რაც პირდაპირ კავშირშია ბაზარზე ფასების ზრდასთან და შესაბამისად, პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი მატერიალური კეთილდღეობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რბილად რომ ვთქვათ, გაუარესებასთან. ფასების ზრდა გამოიწვევს გარკვეული სახეობის პროდუქციის დეფიციტს... აქ ცოტა ხნით უნდა შევჩერდე. თუ იფიქრეთ, რომ 2011 წლის ეკონომიკური ანალიზის შესახებ ვწერ და ინფლაციის დაძლევისა და ფასების ზრდის შეჩერების პროგრამის მონახაზს ვაკეთებ, ძალიან ცდებით. არც განათლება მაქვს საამისოდ საკმარისი, არც გამოცდილება და არც ასე ძვირად ღირებული ნერვები. სიტყვა „დეფიციტი“ უბრალოდ არ მიხსენებია. ამ რამდენიმე თვის წინ ვწერდი ე.წ. „მამაკაცების დეფიციტზე“ და მათზე ძებნა გამოვაცხადე.  როგორც მოსალოდნელი იყო (ან შეიძლება არც იყო მოსალოდნელი, მაგრამ ფაქტი მკაცრი და ჯიუტია), არც ერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი არ გამომომეხმაურა და როგორც სავსებით მოსალოდნელი იყო, იაქტიურეს  ქალებმა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მწერდა: „თუ იპოვი ვინმეს ასეთს, ჩემსკენ გამოუშვიო“. ვერავინ ვერავისთან გავუშვი, სამწუხაროდ. ნეტა მართლა შემეძლოს მამაკაცების ერთი კარგი პარტიის გამოშვება, დაფასოებულები ფერებისა და ზომების მიხედვით (всех размеров и цветов), ჩაპროგრამებული ხასიათით, კრისტალური რეპუტაციითა და მთლად რობოტივით მოსაწყენები რომ არ იყვნენ, რამდენიმე ადვილად დასაძლევი მანკიერი თვისებით. 21-ე საუკუნე ტექნოლოგიური განვითარების პიკში შეიძლება მართლაც არის, მაგრამ ასე შორსაც არ წასულა ეს ყველაფერი, მამაკაცების ზემოხსენებული პარტიის გამოშვება რომ ხელეწიფებოდეს ვინმეს.

2011 წელს მოსალოდნელმა ინფლაციამ თავისდაუნებურად კაცების დეფიციტი გამახსენა.  ფასების ზრდა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მათზეც თუ გავრცელდა „не видать мне больше розового платья, подружки невесты“ (როგორც გაირკვა ამდენს იმიტომ ვირჯები, რომ უბრალოდ მეჯვარეობა მომენატრა, თორემ ჩემი დაუქორწინებელი და ამასთან დასაქორწინებელი მეგობრების ბედი სულაც არ მაწუხებს). როგორც ამბობენ - ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო და ამიტომ „მამაკაცების დეფიციტის“ თემას თავს დავანებებ. ახლა იმაზე მინდა დავწერო, უფრო სწორად კი ის გავარკვიო რა (ჯანდაბა) სურთ მამაკაცებს?

თავიდანვე მინდა გამოგიტყდეთ, რომ ქალების იმ კატეგორიას არ ვეკუთვნი, რომელიც დამაჯერებლად იჩემებს, (და არა მხოლოდ იჩემებს, ნივთიერი მტკიცებულების სახით სიგელებს, მოწმობებს და სამაგისტრო პროგრამის წარჩინებით დამთავრების დიპლომებსაც კი ფლობს, აბაა, კი არიან ასეთებიც) რომ ექსპერტია „კაცების“ დარგში. ნამდვილად არ ვარ არც ექსპერტი, არც სპეციალისტი და შეიძლება ითქვას, რომ უბრალო კონსულტანტადაც (ახლა რომ გაყიდვების მენეჯერი ქვია) კი არ გამოვდგები. ძალიან ბანალურად, იმ მამაკაცს გავყევი თავის დროზე ცოლად, რომელთანაც ყველაზე ხანგრძლივად „ვიარე“.  ხოდა იმის თქმა მინდა, რომ წარმოდგენა არ მაქვს რა სურთ მამაკაცებს, იმაშიც კი არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა მამაკაცს ერთი და იგივე სურს, მართლა დაპროგრამებულები ხომ არ არიან, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს.

Вокруг да около ბევრი არ მივლია ისე, პირდაპირ ჩემს ერთ მეგობარს მივადექი ამ კითხვით. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი არც ერთი სიტყვა რომ არ დაკარგულიყო, ჩემმა ქმარმა (მას რა სურდა, ქვემოთ მოგიყვებით) სამოყვარულო კამერა მოიმარჯვა და ჩვენი დიალოგი ფირზე აღბეჭდა. ჩემი მეგობარი მალე 31 წლის შეიქმნება, დახვეწილი მუსიკალური და არა მხოლოდ მუსიკალური გემოვნება აქვს, ჯაკო პასტორიუსის ფანია და ნიუ-იორკზე ოცნებობს. მას მერე რაც გავიცანი, ერთი სურვილი მაქვს, მის გვერდზე (არ არის აუცილებელი გვერდით ედგას, კალთაში თუ ჩაუჯდება კიდევ უკეთესი) ქალი ვნახო, გინდათ შეყვარებული დაარქვით, გინდათ საყვარელი, გინდათ „გიოლფრენდი“. მთავარი ჩემთვის ის არის, რომ მას ერთ ღამეზე ცოტა უფრო დიდი ხანი რომ გრძელდება, ისეთი ურთიერთობა ჰქონდეს ვინმესთან - ვინმე ქალთან. მოკლედ, ჩემი სურვილი წლებია სურვილად რჩება და ნიუ-იორკის ცათამბჯენებზე მეოცნებე ჩემი მეგობარი (დამავიწყდა მეთქვა, რომ ძალიან სიმპათიურია, მაღალი, ახოვანი და შავგვრემანი) მარტო დაბორიალობს თბილისის ქუჩებში. დიალოგზე ადვილად დავითანხმე და პირდაპირ ვკითხე: რა (ჯანდაბა) გინდა? პასუხის გაცემა სულაც არ გაჭირვებია. აღმოჩნდა, რომ ზუსტად იცის რაც უნდა. ვეცდები მოკლედ ჩამოგიყალიბოთ მისი სურვილი. როგორც ჭეშმარიტი ქართველი, უფრო კონკრეტულად კი ქართველი ხელოვანი (ხელოვნების რომელ დარგს ემსახურება განგებ არ დავწერ, მაშინ ადვილად მიხვდებით მის ვინაობას, მე კი კლიენტის ანონიმურობას უნდა გავუფრთხილდე) ის ძალიან ზარმაცია, მაგრამ ამავე დროს უსაზღვროდ ნიჭიერი. ალბათ სწორედ მის სიზარმაცეს უნდა დავაბრალოთ, რომ მისი აზრით, ურთიერთობა სასურველია დაიწყოს ქალმა. ზოგადად აქტიური ქალი, ქალის ის ტიპია, რომელიც მას ხიბლავს (უფრო კონკრეტულად კი მის ზარმაც, მაგრამ ნიჭიერ ბუნებას). როდესაც ურთიერთობას თვითონ იწყებს, რისკის კოეფიციენტი მაღალია, ვაი თუ ტყუილად მოუხდა ჩალიჩი, დროისა და ენერგიის დახარჯვა. ტყუილად ჩალიჩს კი საერთოდ რა მუღამი აქვს, ვერ ხვდება.  სწორედ ამიტომ ურჩევნია, რომ ურთიერთობის დასაწყისშივე გაიასნებული იყოს, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ორივეს „უნდა“.  ისეთ ქალთან ურთიერთობა, რომელიც თავს იფასებს (თავის დაფასება კი იმაში გამოიხატება, თუ ქალი პირველივე შემოთავაზებაზე არ თანხმდება პაემაზე და ნიჭიერ ხელოვანს თქვენ წარმოიდგინეთ და სამჯერ უწევს მისთვის sms-ის გაგზავნა), დამღლელი და გამაღიაზიანებელია.  ხოდა არ აპირებს, ვინმეს ეხვეწოს რაა, უნდა უნდა, არ უნდა და....ურთიერთობის დაწყების ინიციატორ ქალს, რა თქმა უნდა, მოეთხოვება იყოს მოსიყვარულე და თბილი. აქვე უნდა გამოვრიცხოთ ის ფრიგიდული ქართველი ქალები, ურთიერთობის პირველი 3 თვე მარტო კოცნაობით რომ შემოიფარგლებიან. გადაღლილი და დაღლილია, ამიტომ ეგრევე ლოგინში უნდა სითბოც, ალერსიც და დილის საუზმეც. იქიდან გამომდინარე, რომ ურთიერთობა მხოლოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე ბევრად მეტია, ქალი უნდა იყოს შინაგანად საინტერესო და გარეგნულად მიმზიდველი.  უპირატესობას ე.წ. ხორციან ქალბატონებს ანიჭებს, რომლებსაც, როგორც მინიმუმ, მერაბ მამარდაშვილის ნაშრომებზე უნდა შეეძლოთ ერთ-ორი სიტყვის თქმა.  ფაქტიურად ეს არის რაც მას სურს, ანუ თუ ვინმე ამას ყველაფერს აქეთ შესთავაზებს და ლანგარზე კოხტად დაწყობილს ახალგაღვიძებულს ლოგინში მიართმევს, ჩემი მეგობარი პატივს დასდებს და „გამოართმევს“, უარს არ იტყვის.

ხვდებით ალბათ, რატომაც დაბოდიალობს თბილისის ქუჩებში მარტო. მაგრამ თუ ყველაფრის მიუხედავად მაინც გინდათ მისი გაცნობა მომმართეთ.

კომენტარისგან თავს ვიკავებ, მაგრამ ჩემთვის მოკრძალებულად მაინც ვიმედოვნებ, რომ ყველა მამაკაცს ერთი და იგივე მაინც არ სურს.

დიალოგმა იმდენად გამიტაცა, რომ იგივე კითხვით ჩემს კიდევ ერთ მეგობარს მივადექი. მთლად лет 40-45 არ არის, მაგრამ არც ბევრი უკლია. ვერ ვიტყვი რომ დაბორიალობს, თანამდებობის პირია და შავი „რაღაცნაერი“ მანქანით მიასრიალებენ-მოასრიალებენ ხოლმე, მაგრამ იმ ზემოხსენებული „სამადავოლნი ბალვანი“-ს მსგავსად, ესეც მარტო დადის. რაც თავი მახსოვს, ყოველ ახალ წელს მპირდება, რომ მომავალ წელს ცოლს მოიყვანს და ოჯახური ცხოვრების ფერხულში ჩაებმება. დიალოგის ფირზე აღბეჭდვის სასტიკი წინააღმდეგი აღმოჩნდა და საერთოდ არასერიოზულად მოეკიდა ჩემს კითხვას. მცდელობა არ დავაკელი და გავარკვიე, რომ თავის 35 წლის ასაკში უნდა „გულავი“, წელიწადში სამჯერ ევროპა, ერთხელ ამერიკა, ოღონდ მხოლოდ მანჰეტენზე, „კრუგლი გოდ“ უნდა აუზი, კორტები, ზაგარი, ჰუგო ბოსი, ტომი ჰილფიგერი და პოლო. აი ასე მარტივად არის საქმე.

რესპოდენტი N3 შედარებით ახალგაზრდაა და მისი დაოჯახება სულ არ მეჩქარება. მისთვის შეკითხვა: რა (ჯანდაბა) გინდა? ასე პირდაპირ არ დამისვამს, მაგრამ იმდენი ველაპარაკე ცხოვრების ამაოებაზე, თავისით დაფქვა ყველაფერი. ეს მამაკაცის ის ტიპია, არც მუშაობა რომ  ეზარებათ და არც ქალის გულისთვის ჩალიჩი. დილას ადრე დგება.... გაპარსულ-გაპრიალებული დავინახე ერთხელ გაჩერებაზე, როგორც იტყვიან იდგა ამაყად „вес в белом“... ხოდა ეს ჩემი ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე მეგობარი არაჩვეულებრივი მექალთანეა და ამასთან რომანტიული ჯენტლმენი. ხან გატაცებულია, ხან შეყვარებული, ხან თავდავიწყებული და ხანაც თავდაკარგული. მიუხედავად იმისა, რომ სულ სხვადასხვა ტიპის ქალებთან აქვს ურთიერთობა, გულში მანაც კარგად იცის რა უნდა: სულიერი, შინაგანი კომფორტი და სტაბილურობა. მის რომანტიულ ბუნებას აღიზიანებს ამბიციური და პრეტენზიული ქალები. უყვარს და სურს ის ქალები, რომელნიც მისდევენ მარტივ ტენდენციას: С милым и в шалаше рай. მაგრამ ამასთან, სასურველი ქალისათვის არ ეზარება ზემოხსენებული სამოთხის შექმნა, გნებავთ მოწყობა. არიან მამაკაცები, რომლებიც სწორედ იმით „კაიფობენ“ ქალებს რომ უსრულებენ რომანტიულ კაპრიზებს და მათი გულის დასაპყრობად „საგმირო საქმეებს“  სჩადიან.

სანამ დასკვნით ნაწილზე გადავალ, ჩემს ოჯახში შემოგახედებთ, სადაც ორი მამაკაცია. მათგან ერთ-ერთს ჯერჯერობით მხოლოდ მანქანები, დინოზავრები და ზვიგენები აინტერესებს. რაც შეეხება მეორეს, ანუ ჩემს ქმარს, სანამ ცოლად მომიყვანდა ასეთი სურვილი ჰქონდა: სამსახურიდან დაღლილი სახლში რომ დაბრუნებულიყო, გემრიელად წამოწოლილიყო ტახტზე და სამზარეულოში მოფუსფუსე ცოლისთვის დაეძახა: Sadeeeee! დიახ, უნდოდა, რომ შადეს დაეხვედრებინა მისთვის თბილი ჩუსტები და ძილის წინ „smooth operator“ ემღერა ხავერდოვანი ხმით. სინამდვილეში კი ცოლად ერთი უსმენო გოგო მოიყვანა, რომელიც დღემდე Анжелика Варум-ის სიმღერებს უსმენს. მამაკაცებო, აქვე მინდა გირჩიოთ, ის გინდოდეთ თუ შეიძლება, რისი მაპატიეთ გამოთქმაზე და ტრაკიც გაქვთ! მაინცდამაინც ანჯელინა ჯოლი თუ გინდათ ცოლად,  თქვენც უნდა იყოთ მინიმუმ ბრედ პიტი თუ არა ჯორჯ კლუნი მაინც (ვაღიარებ: далеко არა ანჯელინა ვარ, მაგრამ კლუნიზე, было дело, მიოცნებია).

მოკლედ ბევრი ვილაპარაკე, თუ ცოტა ვილაპარაკე, გამოვლინდა მამაკაცის სამი განსხვავებული ტიპი: თვითკმაყოფილი, იგივე „სამადავოლნი ბალვანი“; ჩვეულებრივი „პოხუისტი“ და რომანტიული ჯენტლმენი. გარდა იმისა, რაც ამ სამი ტიპის მამაკაცს ცალ-ცალკე სურს, არსებობს საერთო საყოველთაო კაცური სურვილები. აი, ისინი ქალებს რომ გვათქმევინებს ხოლმე ყველა კაცი ერთნაერიაო. ამ სურვილების ტოპ-ათეული კი, სავარაუდოდ ასე გამოიყურება:

პირველ ადგილს საპატიოდ იკავებს მატერიალური კეთილდღეობა, უფრო მარტივად კი ფული და აქვე ერთიანდება ყველა ის მატერიალური ნივთი (მანქანა, საათი, ბლუთუსი, აიფოუნი და აიპადი და მართლა ჯანდაბა თქვენ!), რომლის შეძენაც მხოლოდ ფულით არის შესაძლებელი.

მეორე ადგილზე 90% შემთხვევებში დგანან (კვარცხლბეგზე) ქალები, უფრო კონკრეტულად კი უკრაინელი ქალები (ჩემმა ერთმა უკრაინიდან დაბრუნებულმა მეგობარმა გულდაწყვეტით აღიარა: აქამდე კაცებში მივლიაო).

მესამე ადგილს იკავებს ჭამა-სმა დიდად შესარგი და მხოლოდ მამაკაცებს რომ ესმით, ისეთი „გულავი“.

მეოთხე ადგილი, გარკვეული წლების შემდეგ, ვაი-ვაგლახითა და წვალებით მოიპოვეს ცოლებმა (შეიძლება ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია). თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ცოლისათვის განკუთვნილ ადგილას თქვენი დედა მოკალათდება ხოლმე. მიუხედავად ყველაფრისა, მამაკაცების უმრავლესობას მაინც სურს ოჯახური კომფორტი, გარეგნული იდილია, რომელიც სურათის ჩარჩოში თავსდება - ოჯახური პორტრეტი ცოლ-ქმარი და სამი შვილი ბათუმის ბულვარზე, კოლონების ფონზე.

მეხუთე ადგილზეა თქვენი დედა, თუ  მეოთხე პოზიციაში არ შეეცილება ცოლს, რა თქმა უნდა.

აუცილებელი ხუთეულის შემდეგ საპატიო მეექვსე ადგილს იკავებენ მეგობრები, მეგობრული „ტუსოვკები“, პოკერ-ჯოკერი და ასე შემდეგ. 

მეშვიდე ადგილას არის დასვენება, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია N2 სურვილთან.

მერვე ადგილს იკავებს ტელევიზორი, მისივე პულტი და ის სიმყუდროვე, რომელიც ტახტზე წამოწოლაში გამოიხატება.

მეცხრე ადგილი არის შესასრულებლად სავალდებულო, მაგრამ გარკვეულ წილად მაინც სურვილით განპირობებული ოჯახური გასვლითი ტურები.

მივადექი მეათე ადგილს, რომელსაც არ დავაკონკრეტებ და ერთ თავისუფალ სურვილს დავუტოვებ მამაკაცებს.

ტოპ ათეულს რომ თავი დავანებო, ჩემი აზრით  მამაკაცებს რა (ჯანდაბა) სურთ და...რაც შეიძლება მეტი შეუზღუდავი თავისუფლება. მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე, მამაკაცების დარგში ექსპერტი არ ვარ და ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, რომ მათი სურვილების თანმიმდევრობაც შემეშალა და შინაარსიც. ამიტომ ყველა მამაკაცს, რომელიც ამ სტატიას წაიკითხავს (იმედი მაქვს სათაურით მაინც მივიზიდავ თქვენს ყურადღებას) ძალიან გთხოვთ, მითხარით, რა (ჯანდაბა) გსურთ?!

Thursday, January 13, 2011

С новым Годом! С легким паром!


კვირა დღეს მე და ჩემი რვა ნახევარი წლით პატარა და ქეთევანი (მე რადენი წლის ვარ, აღარ დავაკონკრეტებ) მოვდიოდით საახალწლოდ განათებულ თბილისში, რომელიც რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკო, მართლა ლამაზია. სიტყვა გალამაზდას პრინციპულად არ დავწერ, იმიტომ რომ ვერ ვიტან, როდესაც დიდი ხნის უნახავი ნაცნობი შემხვდება და გაღიმებული, ოდნავ იმფანტილური სახით მეტყვის: „ვაიმე, ვერ გიცანი, როგო გალამაზდი?!“. როგორც გინდათ ისე გაიგეთ, მაგრამ არ მიყვარს ეს გამოთქმა. ამჯერად ჩემი გარეგნობის ცვალებადობაზე აღარ შევჩერდები და ისევ თბილის მივუბრუნდები. თბილისი კი არ გალამზდა, ის, ჩემი აზრით, ბერი  წლების წინ კიდევ უფრო ლამაზი იყო, ვიდრე ახლა, მერე რაღაც დროით ჩაქრა და თითქოს არ ჩანდა, უსხური ნაცრისფერი ყოფის ფერი მანაც შეიძინა. დღევანდელ დღეს ყოფა, რამდენად ფერადია თქვენ თავად განსაზღვრე, თბილის კი ნამდვილად ფერადი (ზოგჯერ მეტისმეტად) და რაც მთავარია, ნათელია. მომწონს ნათურები, ჭაღებიც მომწონს, მძივებიც და წვიმებიც (მართალია, ახალ წელთან ფოთლებისა და ჩიტების და მითუმეტეს მედუზების კავშირის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ როგო რუსები იტყვიან не надо предираться).

მოკლედ, მოვდივართ მე და ქეთევანი და ამ დროს ქეთევა მისი ნაცნობი ბიჭი ხვდება. ტრადიციული გადაკოცნა-გადმოკოცნისა დავაა, რამდენი ხანია არ მინახიხარისშემდეგ ბიჭი ეკითხება: „გაგისწორდა ახალი წელი?“ (მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, მიმაჩნია, რომ ქეთევანის თაობას ნამდვილად არ ვარ ჩამორჩენილი, მაგრამ მაინც ძალიან მეხამუშა ესახალი წელი გაგისწორდა“). ქეთავანმა, როგორც თანამედროვეთინეიჯერებისღირსეულმა წარმომადგენელმა, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელირაღანაერი“ (ვგიჯდები ამ სიტყვაზერაღანაერი“) უკმაყოფილო ტონით უპასუხა: „არაა“ (რატომღაც რომ ეთქვა, გამსწორდაო!). ნაცნობს საპასუხო ფრაზა უკვე გამზადებული ჰქონდა და ქეთევანისარა“- უმალვე შეაგება: „ხოო, არავის არ გაუსწორდა, ვაბშე“. იცის ბიჭმა, სტატისტიკურა გამოიკვლია, რომ 2011 წელის დადგომა, სრულიად მსოფლიოში თუ არა, ნახევარში მაინც, დიახაც რომ არავისაც  გაუსწორდა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქეთევანს ზემოხსენებული შეკითხვა, რომელსაც მე სტატიას ვუძღვნი საერთოდ არ „ესტრანნა“.

საქმე კი სინამდვილეში იმაში კი არ არის ვის რამდენად გაუსწორდა, ან არ გაუსწორდა ახალი წელი, არამედ დამოკიდებულებაში, არსებობს ეს ფენომენი მუდმივი დაუკმაყოფილებლობისა და მუდმივი წუწუნის, „ფუუუ რა იდიოტობაა“ (სინამდვილეში კი ყველამ კარგად იცით რომ ეს იდიოტობაზე ბევრად მეტი ...-ობაა) იმ დამოკიდებულების შერბილებული გამოხატვაა, რომელიც ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს (მათ შორის მეც) აქვს და გვაქვს ჩვენს გარშემო განვითარებული მოვლენების, უფრო კონკრეტულად კი „ივენთების“ და „ფართების“ მიმართ. არა და წესით და რიგით ეს დაუსრულებელი „ტუსოვკები“ სწორედ იმიტომ იმართება, რომ ჩვენ გავერთოთ, მოვდუნდეთ, დავიმხოთ რა ვიცი კიდევ რას აკეთებთ ხოლმე? არ ვიცი შეიძლება ჩემს გარშემო შეიკრიბა ეს „ნედავოლნი“ საზოგადოება, მაგრამ მათი რიცხვი იმდენად შემაშფოთებლად ბევრია, რომ აღნიშვნად ნამდვილად ღირს.

მივუბრუნდეთ ჩვენს პრობლემას, კერძოდ კი „ნედავოლნი საზოგადოებას“. საინტერესოა, როდის მოხდა ეს, როდის დაგვიქვეითდა კმაყოფილების შეგრძნების რეცეპტორები? პოლიტიკური და სოციალური ფონი პირდაპირ კავშირშია ამ პრობლემასთან, მაგრამ არ მინდა ამ თემებზე არც ჩემი და არც თქვენი ყურადღების გამახვილება. არ მინდა იმიტომ, რომ საკმაოდ მძიმე თემებია და ამ საახალწლოდ არც თავს დავიმძიმებ და არც თქვენ დაგამძიმებთ. უბრალოდ ჩვენთვის შევთანხმდეთ, რომ პოლიტიკურმა და სოციალურმა რბილად რომ ვთქვათ - დაღმა სვლამ და გაუთავებელმა წარუმატებლობებმა დიდი გავლენა იქონია ზემოხსენებული „ნედოვოლსტვა“-ს სინდრომის ჯერ ჩამოყალიბებაზე და შემდეგ უკვე განვითარებაზე.

იმისთვის რომ გავერკვე, მაინც როდის იღებს სათავეს დაუკმაყოფილებლობის სინდრომი წარსულს გადავხედე. პირველად, როდესაც ახალი წლის დამოუკიდებლად აღნიშვნის უფლება მოვიპოვე, (რაც დაახლოებით ასე გამოიყურებოდა: ტრადიციულად 24:00 საათზე სახლში შეხვედრა, იგივე დასტუკება და პირველის წუთებზე კი წასაყვანად რომ მოგაკითხეს იმ მეგობრების მანქანაში, ან ტაქსში პირდაპირ მე-5 სართულიდან გადახტომა) 18 ან 19 წლის ვიყავი. ეს ის წლებია, როდესაც, არც რუსთაველის და არც ჭავჭავაძის გამზირები იყო განათებული უთვალავი „ლამპოჩკით“ და საბურთალოსათვის ახლა არავინ იკლავს თავს და მაშინ ხომ საერთოდ ახალი წლის დადგომის არანაირი მინიშნება არ არსებობდა. ახალი წლის დადგომამდე, როგორც წესი დენი „კაკ მინიმუმ“ 2-ჯერ მიდიოდა. ვინ იცის, რამდენჯერ „ჩააგდო“ დენის წასვლამ ელექტრო ღუმელში ამოსული ფუმფულა ბისკვიტი.... ბისკვიტების ვარდნის წლები თამამად შეიძლება ვაღიაროთ რესტორნების აღმართვის წლებად. სწორედ იმ წლებში აშენდა ის გემოვნებიანი და საოცრად მყუდრო სამასი, ხუთასი და ათასხუთას კაციანი რესტორნები. „დიდი რესტორნების ხანა“ მე ღირსეულად გავატარე, ყოველ ახალ წელს, ან საახალწლოდ გამართული რესტორნული „ივენთის“ ბილეთში ვათხლიშავდი უსაზღვრო ფულს, ხანაც მეგობრებთან ერთად თავად ვქირაობდი მათგან ერთ-ერთს და ვაწყობდით იმას, დღეს რომ „პრაივატ ფართი“ ქვია. ძალიან კარგად და გამორჩეულად მახსოვს, სავარაუდოდ 1998 ან 1999 წლის ახალი წელი, როდესაც ჩვენი მეგობრის მეგობრის მეგობრის ნაცნობმა ბიჭებმა დაგვპატიჟეს. ეს იყო გამართლების პიკი, მე და ჩემი ორი მეგობარი ახალი წლის ღამეს ავღმოვჩნდით ნახევრად ჩაბნელებულ „ზავიდენიეში“ რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ (დღეს იქ სავარაუდოდ ხინკალცენტრია, ან რაღაც მსგავსი). სიტუაცია სრულიად გაუგებარი იყო და ამიტომაც მალევე დავტოვეთ იქაურობა. მახსოვს როგორ გვიჩერებდნენ მანქანას უცხო ბიჭები რესპუბლიკის მოედანზე და ჩვენ როგორ ვიყინებოდით ტაქსის მოლოდინში. ერთი წარუმატებელი „ფართი“ არ გამორიცხავდა მეორე „ტუსოვკის“ წარმატებულობას და ამიტომ ჩვენს მეგობრებთან გადავწყვიტეთ წასვლა. ეს ის პერიოდია თბილისის ინტელიგენციას რომ გაუჭირდა და ვაკე-საბურთალოდან დიდ დიღომს რომ მიაშურა. სწორედ ასეთი ყოფილი საბურთალოელის ცოლი იყო ჩვენი კლასელი, რომელიც დიდი დიღომის დიდ დიღომში გადავიდა საცხოვრებლად. მახსოვს მივედით ჩაბნელებულ დიდი დიღომის სულ-სულ ბოლო კორპუსთან, დენი რა თქმა უნდა არ იყო, მაგნიტოფონს მეზობლის „დვიჟოკიდან“ მოპარული კაბელით ვუსმენდით. ძალიან ბევრი დავლიეთ და ძალიან ბევრი ვიცინეთ იმ ახალ წელს. მიუხედავდ იმისა, რომ  არც პერო გვქონდა გაყრილი, არც ლელა წურწუმია და დათო გომართელის დუეტი გვართობდა და ერთი „ილიჩის ლამპოჩკას“ რომ ეძახიან, ისეთი ნათურაც კი არ გვენთო,ჩვენ ის ახალი წელი ძალიან გაგვისწორდა.

კიდევ ერთ ახალ წელს ევროპის ცენტრში, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მთლად ჭიპის ადგილას არ არის, მაგრამ თავის მნიშვნელობით ჭიპი კი არა გულია, - პარიზში შევხვდი. სამი შტერი ქართველი გოგო, რომელთაგან ორი პარიზში უფულოდ ჩამოვიდა, მაგრამ ახალი წლის „ფართიზე“ მოხვედრა და აფროამერიკელებთან ერთად ლამბადას ცეკვაში ახალი წლის ღამეც გაათენა. რა ვიცი, იყო კი ეს ყველაზე არაჩვეულებრივი ახალი წელი, სხვა დანარჩენ ახალ წლებს შორის?

ამ ახალი წლების მერე კიდევ ბევრი ახალი წელი მოვიდა, წავიდა, მოვა ახალი წელი.... უნდა ვაღიარო, რომ ახალი წლის ღამის მაქსიმალურად არაჩვეულებრივად გატარების სურვილი და მოლოდინი ყოველთვის იმდენად დიდია, რომ უმრავლეს შემთხვევებში არ ამართლებს ჩვენს მოლოდინს.

ალბათ ხდება კიდეც ახალი წლის ღამეს საოცრებები. იმ ახალი წლის ღამეებს შორის, რომელიც ჩემს მეხსიერებას შემორჩა, არამგონია ახალი წელი სხვას იმაზე მეტად გასწორებოდა ვიდრე რიაზანოვის  ჟენიასა და ნადიას გაუსწორდათ  და იმაზე მეტად გატყდომოდა, ვიდრე იპალიტს გაუტყდა ახალნაყიდი პალტოთი რომ შევიდა დუშში საბანაოდ. შედარებით ახალგაზრდა რომ ვიყავი, ძალიან მინდოდა ბარბარა ბრილსკას კინოგმირის ბედი გამეზიარებინა და ბენდელიანის ქუჩაზე ჩემს ბინაში გზააბნეული უცნობი სიმპათიური მამაკაცი აღმომეჩინა. მაგრამ კინოს სიუჟეტი კინოში რჩება და ჩვენ კი გვრჩება ჩვენი ცხოვრება და ცხოვრების ის მომენტები, რომლებიც მხოლოდ მაშინ გვისწორდება, როდესაც მათ მიმართ ჩვენი დამოკიდებულებაა არაჩვეულებრივი და საოცარი.

მიუხედავად ამდენი უკმაყოფილო ადამიანისა, იმათ ვგულისხმობ „ახალი წელი რომ არ გაუსწორდათ „ვაბშე“, მე მყავს ერთი მეგობარი, რომელმაც მითხრა: „წელს ყველაზე არაჩვეულებრივი ახალი წელი მქონდა, მე და გიგიშა (მისი შეყვარებული) მთელი ღამე სამზარეულოში ვისხედით და კონიაკს ვწრუპავდითო“. აი ამაშია საქმე, დამოკიდებულებაში, არ არის აუცილებელი Chloe-ს 2010/2011 წლების კოლექციის კაბა გეცვას (აუცილებელი შეიძლება არ არის, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი) და მართლა, მაპატიეთ გამოთქმაზე, და ტრაკში პეროგაყრილი იჯდე სადმე „ნებასკრობზე“. არა თუ ვინმესთვის მხოლოდ ეს არის მთავარი  და მითუმეტეს საკმარისი, კი ბატონო, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მეც ძალიან მიყვარს მსგავსი „სვეცკი“ „ფართები“. მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ეს არ არის აუცილებელი. შეიძლება აი ასეთი „ზესვეცკი“ „ფართიც“ არ გაგისწორდეს, იმიტომ რომ მარტივად შენ თვითონ არ იცოდე რა გისწორდება. ძალიან კარგად მახსოვს ჩემი ერთი ნაცნობი, როგორი აღშფოთებული და მართლა „ნედავოლნი როჟით“ აღწერდა იმ საახალწლო ღამეს, სადაც მოსახვედრად მთელი თვის ხელფასი გადაიხადა. ხოდა იმას ვამბობდი, რომ რადგან მთავარი მაინც ჩვენი დამოკიდებულებაა - მე ჩემ თავს, ჩემ მეგობრებს და ყველას თქვენ ვუსურვებ და გისურვებთ, რომ ვისწავლოთ ისეთი სიტუაციების შექმნა, ისეთი განწობის მოტანა და ისე მოქცევა, რომ როდესაც ერთად ვიქნებით 31 დეკემბერს, 17 მარტს თუ 24 ოქტომბერს, ძალიან მაგრად გაგვისწორდეს.

„ნედავოლნი“ საზოგადოებას (ჩემი ჩათვლით) ვულოცავ ახალი წლის დადგომას, (მიუხედავად იმისა, რომ არანაერი საახალწლო სამზადისი არ მაქვს და 31 დეკემბრისაგან განსხვავებით არც ნიგვზიანებს ვკმაზავ და არც წიწილა მაქვს შესაწვავად შემდგარი, სწორედ დღეს დგება ახალი წელი).  С новым Годом როგორც იტყვიან და С легким паром!

Monday, January 10, 2011

მე პოლიტიზირებული საზოგადოების წევრი ვარ - ნებით თუ უნებლიეთ. ბოლო დროს ყველგან სადაც არ უნდა ვიყო, რაც არ უნდა იყოს მეგობრებთან, კოლეგებთან, ნაცნობებთან, შეკრების მიზეზი, პოლიტიკაზე საუბრამდე მივდივარ, რასაც ხშირ შემთხვევაში საუბარი მხოლოდ პირობითად შეიძლება ეწოდოს. საკუთარ თავსაც კი შევამჩნიე, როდესაც საქმე პოლიტიკას ეხება აგრესიული ვხვდები, ემოცია ხშირად თავს მაკარგინებს და ამ დროს სარკეში თუ მოვლანდე ჩემი თავი მეშინია – შეშლილის გამომეტყველება მაქვს!!!! პოლიტიკურ მდგოამრეობაზე საუბარი, ფიქრი ჩემი გონების, ფიქრების, განცდების და ემოცების სულ უფრო დიდ ნაწილს იპყრობს, რამაც საბოლოოდ დაუოკებელი სურვილი გამიჩინა დავწერო ყველაფერი ის რაც მაწუხებს, რაც უკვე წლებია გროვდება. 

რატომ ხდება ის რაც ხდება და არის კი გამოსავალი?. რატომ არის რომ 20 წელია ერთ ადგილას ვდგავართ და თუ ერთ ნაბიჯს წინ გადავადგამთ, მას აუცილებალად 3 ნაბიჯი მოჰყვება უკან (ეს რა თქმა უნდა პირობითად). ეს წინადადება აბსტრაქტული რომ არ მოეჩვენოს ვინმეს მაგალითებს მოვიყვან: შევარდნაძის დროსაც კი, რომელიც ჩემს მეხსიერებაში ყოვლად ბნელი, უიმედო უპერსპექტოვო, პერიოდი საქართველოს ისტორიაში, როდესაც დაიკარგა სამაჩაბლო და გაიყიდა აფხაზეთი, როდესაც კორუფციამ ჩვენი ცხოვრრების ყველა შესაძლო სფერო მოიცვა და მეცნიერულ დონეზე დასაბუთებული კანონზომიერება გახდა, მეტნაკლები წინსვლები მაინც იყო: სამოქალაქო ომის შემდეგ რამდენიმე წელიწადში შესაძლებელი გახდა ქუჩაში გადაადგილება იმის შიშის აგრეშე, რომ ვიღაცა ან მანქანიდან გადმოგსვავს, ან ჩანთას წაგართმევს. ეს შემთხვევები რა თქმა უნდა მაინც იყო, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია. მაგრამ ამის პარალელურად საქართველოში იყო სიბნელე ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ცნობილი მე-9 ბლოკი, რომელიც მუდმივად გამოდიოდა მწყობრიდან, რის გამოც, მახსოვს, მისაღები გამოცდებითვის ფანრით ხელში ვმეცადინეობდი. გაუთავებელი პურის რიგები, ძნელად მოსაპოვებელი საკვები და კიდევ უფრო ძნელად მოსაპოვებელი სახსრები საკვების შესაძენად. კრიმინალურ ბანდებში გაწევრიანებული ახალგაზრდები იარაღებით ხელში და უბნებს შორის წარმოებული გამუდმებული შურისძიება. საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროპის ქვეყნების კეთილი ნების შედეგად საქართველოსკენ მომართული ჰუმანიტარული დახმარებები, კრედიტები და გრანტები გზაში უჩინარდებოდა და არავინ ინტერესდებოდა მათი მიზნობრივი ხარჯვით. ეს ყველაფერი არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა, მაგრამ ეტყობა იმდენად მძიმე იყო ის ჩვენთვის, რომ ვცდილობთ ამაზე აღარ ვიპიქროთ და არ გავიხსენოთ. ალბათ ამიტომაა, რომ არავის გახსენებია მოითხოვოს იმ მთავარი პიროვნების დასჯა, ვისაც ბრალი მიუძღვის ყველაპერ ზემოთ ჩამოთვლილში. მახსოვს, რომ იმ პერიდოში შეიღება ბათუმის ყველა სახლი თეთრად, ბათუმს საერთოდ უხდება თეთრი ფერი.... მაგრამ ამის პარალელურად ასლან აბაშიძის მე-2 თუ მე-4 კლასის მოსწავლე შვილიშვილი სპეციალური შეკვეთილი დამზადებული მანქანით გადაადგილდებოდა ქალაქში რის გამოც ქუჩები პერმანენტულად იკეტებოდა. ბათუმის ძალიან ბევრ სკოლაში იყიდებოდა ნარკოტიკი, ან ხშირ შემთხვევაში კი არ იყიდებოდა საყოფაცხოვრებო საგნებზე, თუ საკვებზე იცვლებოდა. 
ამით იმის თქმა მინდა, რომ წინგადადგმული ნაბიჯები კი იყო, მაგრამ ისინი კარგავდნენ მნიშვნელობას იმ უსამართლობის, უკანონობის, ბოროტების წინაშე რაც პარალელურად ხდებოდა. 

რა შეიცვალა 2003 წლის შემდეგ???? თუ ვინმეს გონია, რომ მე მხოლოდ ცუდს ვხედავ, ძალიან ცდება. 

განხორციელდა მისაღები გამოცდების რეფორმა, რისთვისად დიდი მადლობა. უნივერსიტეტში ნაცნობებობის გარეშე, თითოეულ საგანში ოთხი თუ ხუთი (ეს ტარიფი მუდმივად იცვლებოდა, ფაკულტეტების მიხედვით )ათასი დოლარის გადახდის გარეშე ჩაბარება რეალური გახდა. ძალიან ბევ ნიჭიერ და განათლებულ ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა მოეპოვებინა 100%. სახელმწიფო დაფინანსება და უფასოდ მიეღო განათლება იმ უმაღლეს სასწავლებელში რომელსაც აირჩევდა. მაგრამ პარალელურად რა დაემართა სასკოლო პროგრამას???? მაპატიეთ, ძალიან ჩახედული არ ვარ ამ სფეროში, მაგრამ სწორედ ჩახედული ადამიანებისგან არა ერთხელ მსმენია, რომ საქართველოში განხორციელდა აფრიკის ერთ-ერთ უკიდურესად გაჭირევებული ქვეყნის მსგავსი სასკოლო პროგრამის რეფორმა. ვფიქრობ, რომ არაფერი არ დამაკლო და პირიქით ძალიან ბევრი რამ შემძინა თავის დროზე, იმან რომ ვეფხის-ტყაოსნის სწორედ ორიგინალი ვერსია ვისწავლე. რატომღაც მაშინ მნიშვნელობა არ ჰქონდა ნესტან-დარეჯანის კაბის ფერს და ტარიელის ვარცხნილობას, ღირებული იყო მათი მეგობრობის, სიყვარულის, ერთგულების შესახებ ისტორიები. სწორედ სასკოლო პროგრამის რეფორმის შემდეგ გავიგე, რომ ვეფხისტყაოსნის ორიგინალი ტექსტის სწავლება სკოლის ასაკში, დამრთგუნველი შეიძლება იყოს მოსწავლისათვის. 

დიდი მადლობა დაგებული გზებისათვის, მაგრამ ძალიან ხშირად მებადება კითხვა სად დაიგო ეს გზები? უფრო მეტია ის ადგილები სადაც უნდა დაგებულიყო და არ დაიგო, მაგრამ იმისთვის სადაც დაიგო ძალიან დიდი, გულწრფელი მადლობა! 

ხალხის სიყვარულს მოკლებული მილიციის ადგილი, ევროპულად ჩაცმულმა პოლიციელებმა დაიკავეს. უნდა ვაღიარო, თავიდან მათ მიმართ ნდობა მათლაც ძალიან დიდი იყო. ქალაქში ძალიან ბევრი მოქალაქე თავს უფრო დაცულად გრძნობდა იმის გამო, რომ მუდმივად გვიმეორებდნენ `ჩვენ გვიცავს ჩვენი პატრული~, `მადლობა პატრულს!!!~. მაგრამ... საპატრულო პოლიციის რეფორმის განხორციელებიდან ძალიან მალე, აღმოჩნდა, რომ ჯერ ერთი პოლიციის მიერ განხორციელებული თითქმის ყველა სპეცოპერაცია უნდა გაშუქებულიყო ყველა მასობრივი საშუალებით, ყველაზე უმნშვნელო დეტალების ჩათვლით (წარმოიდგინეთ ნებისმიერი ევროპული ქალაქის დღის ქრონიკაში რომ გავიდეს რეპორტაჟები დღის განმავლობაში ქალაქში ჩადენილი დანაშაულების შესახებ, ალბათ ევროპელების ერთი ნაწილი საშინელ პანიკაში ჩავარდება და ფსიქოთერაპიის ხანგძლივ სენასებს გაივლის, დეპრესიისაგან თავის დასახწევად, ხოლო მეორე ნაწილი შეეცდება რაც შეიძლება სწრაფად საცხოვრებლად უფრო მშვიდ ქალაქში გადავიდეს) და მეორე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რომ თითქმის ყველა სპეც-ოპერაცია დამთავრდა დამნაშავეების, ხშირ შემთხვევაში კი უბრალოდ ეჭვმიტანილების ადგილზე ლიკვიდაციით. დამნაშავე, რომელმაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა, რა თქმა უნდა უნდა დაისაჯოს და უნდა შეეფარდოს ამავე კოდექსით მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის გათვალისწინებული სასჯელი. ოღონდ ეს უნდა მოხდეს მხოლოდ მას მერე, რაც თითოეული სქმეზე ჩატარდება გამოძიება, პირის ბრალეულობა მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს დაეფუძნება და ამის შესასებ სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. ლოგიკურად მებადება კითხვა: რა საჭიროა სასამართლო თუ ნებისმიერ ეჭვმიტანილს ან თუნდაც ყველაზე მძიმე დამნაშავეს ადგილზე გავუსწორდებით და სიცოცხლეს გამოვასალმებთ???? 

მადლობა იმისთვის, რომ დენი წყალი და გაზი შეუფერხებლად მოგვეწოდება. თუმცა აქვე არ შემიძლია არ დავამატო ის, რომ 2003 წლიდან დღემდე საქართველოში ახალი ჰესი არ აშენებულა. მოსახლეობის შეგნება გაიზარდა იქამდე, რომ მოხმარებული დენის საფასური, შენ შენი ჯიბიდან უნდა გადაიხადო. შესაბამისად, ქართველმა ისწავლა, ან ეხლაც სწავლობს მის მიერ გამოყენებული სიკეთეების ყაირათიანი ხარჯვას. გადასახადების გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი სამსახური (და ამაში მას სახელმწიფო, სრულიადა სამართლიანად უჭერს მხარს, განსხვავებით იმ ავად გასახსენებელი პერიოდისგან, რომელზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი) უფლებამისილია შეზღუდოს მოქალაქის უფლება და ის მარტივად რომ ვთქვათ გაზის და/ან დენის გარეშე დატოვოს. 
მაგრამ არ მინდა მუდმივად განათებული ნათურა და არც მუდმივად ჩართული ტელევიზორი, თუ ერთ დღესაც აღმოჩნდება, რომ ჩემი ქვეყნის მოქალაქეები, რომელბსაც ხელისუფლებისაგან განსხვავებული აზრი აქვთ და ამ აზრს სახალხოდ, საჯაროდ გამოთქვამენ ჩემს თვალწინ უნდა დაარბიონ, ცემონ, მიწასთან გაასწორონ, ქვეყნის ღალატში დასდონ ბრალი, მათი ბრალეულობა არც კი გამოიძიონ ისე, მომდევნო ერთი თვე ძილის წინ, ყოველ დღე წამიკითხონ ზღაპარი იმის შესახებ, რომ რაც საკუთარი თვალით ვნახე ისე კი არ იყო, როგორც მე დავინახე და აღვიქვი, არამედ ისე როგოც განმიმარტავენ. როდესაც ვხედავ, რომ პირდაპირ ეთერში ჯურნალისიტებს უვარდებიან, ავტომატებით ემუქრებიან და საბოლოოდ მაუწყებლობა უწყდება იმ ერთადერთ არხს, რომელიც ჩემს როგორც მოქალაქის ინტერესსა და მოთხოვნილებას ასე თუ ისე აკმაყოფილებდა, ვინაიდან ავსებდა იმ განსხვავებული აზრის ნიშას, რომლის არარსებობაც ზოგადად სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიულობის პრეტენზიის მქონე ქვეყნისათვის. 

დიდი მადლობა განათებული ქუჩებისათვის, ახალი შადრევნებისათვის, კაფეებისათვის, მაგრამ... და ისევ ეს მაგრამ!!!! გვააქვს კი უფლება, ყველას თანასწორად, დავტკბეთ ჩვენს ქალაქში განხორციელებული ცვლიელბებით და საღამო უსაფრთხოდ თუნდაც ახალდაშენებული შადრევნის შორი ახლოს მდებარე რომელიმე კაფეში გავატაროთ???? 

ჩვენი ეს, ერთი შეხედვით უწყინარი უფლება, მაშინვე იზღუდება როგორც კი რთული, დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იმავე კაფეში გადაწყვეტს განტვირთვას სადაც ჩვენ. გაუთავებელი ქუჩის გაადაკეტვები, იარაღიანი დაცვის წევრების, საქმიანი მოძრაობა, ალიაქოთი....მაგრამ.... 
უფლების შეზღუდვას ადვილად გადავიტანთ, ეს რომ უფრო მძიმე და საშინელი დანაშაულის საფრთხეს არ გვიქმნიდეს. სანდრო გიგვლიანის მკვლელობა `ძალიან ცუდი შემთხვევა~ კი არ არის, როგორც ის ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა შეაფასა, არამედ ეს არის დანაშაული ადამიანის სიცოცხლის, წინააღმდეგ, ეს არის უკანონობა, უსამართლობა და მარტო ერთი ოჯახის ტრაგედია კი არა, არამედ მთელი საზოგადოების, რომელიც სრულიად დაუცველია მსგავსი შემთხვევების წინაშე. მუდმივად ევროპას რომ გვადარებენ, პასუხად არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ნებისმიერი ევროპის ან თუნდაც არაევროპის, ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრი რომ ყოფილიყო გარეული ასეთი დანაშაულის საქმეში, ის დღეს თავის თანამდებობაზე არ იქნებოდა და ქვეყნის პოლიციური რეჟიმით მართვას ვეღარ გააგრძელებდა, ამ დანაშაულში პასუხისგებაში მიცემული პირები კი დანაშაულის ადეკვატური სახელით დაისჯებოდნენ. 

ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ გარემონტდა სკოლები და საავადმყოფოები და ღვთის წყალობით არა მარტო თბილისში (სამწუხაროდ ბევრს დღემდე გონია, რომ საქართველო მარტო თბილისია), არამედ საქართველოს სხვა ქალაქებში, მაგრამ განა გარემონტებული სკოლები და საავადმყოფოებია ახლა სოფლებისათვის მნიშვნელოვანი. 

ეს არის თემა, რომელიც ყველაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანია 2003 წლის შემდეგ განხორციელებულ მოვლენებთან შედარებით, ამიტომ აქაც მხოლოდ ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის, აზრის გამოთქმით შემოვიფარგლები: 
2008 წლის აგვისტოში საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან ომი წააგო და არ მოუგია. ეს იყო ნამდვილი ომი, მთელი თავისი სიმძიმით. დაკარგული ტერიტორიებით, გაუბედურებული, უსახლკაროდ დარჩენილი ხალხით, პატივაყრილი, იარაღჩამორთმეული და გაძარცვული ქართული ჯარით. 
რა თქმა უნდა ამნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ ვინ დაიწყო ომი, ვინ გაისროლა პირველმა, მაგრამ ეს არი არის ამოსავალი წერტილი. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შედეგს: 

თუ ომი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტმა დაიწყო, მაშინ ის ან ცუდი დიპლომატი და პლიტიკოსია ან უბრალოდ უაზროდ ამბიციული ჭკუასუსტი. 21-ე საუკუნეში ომის დაწყება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ...!!!!! ალბათ ყველას კარგად ახსოვს ჩNN მიერ გავრცელებული კადრები ჩვენი და რუსეთის ფედერაციის საბრძოლო ძალის თანაბარდობასთან დაკავშირებით. ამაზე მეტი რომ დავწერო არ მინდა, იმიტომ რომ არც სამხედრო ექსპერტი ვარ და არც პოლიტიკოსი. ვარ უბრალო მოქალაქე, რომელსაც მიაჩნია, რომ გაუმართლებელია შენი ქვეყნის უახლოეს მეზობელთან, რომელზეც მხოლოდ შენ კი არა მთელი ევროვაა ეკონომიკურად დამოკიდებული, ომის დაწყება. ასობით ადამიანის უსახლკაროდ დატოვება, ასობით ადამიანის მსხვერპლად შეწირვა და შედეგად სწორედ იმის მიღება რაც შენს `მტერს~ რუსეთს აწყობდა: საბოლოდ დაკარგული ტერიტორიები, განიარაღებული ქართული ჯარი, მილიონობით ლარის ღირებულების ტექნიკის მარტივად რუსეთისათვის აგდაცემა. 
ვთქვათ ომი რუსეთმა დაიწყო. რა გააკეთა საქართველომ იმისათვის რომ ეს ომი თავიდან აეცილებინა? მე პირიქით მხოლოდ ომის პროვოცირების ფაქტები მახსენდება. მუდმივად მილიტარისტული კლიპები ტელევიზიით, პოპულისტური გამოსვლები და მუდმივი მუქარა შეურაწყოფა რუსეთის მიმართ. ჩემი, როგორც უბრალო მოქალაქის პოზიციაა, მიმაჩნია რომ ქვეყნის ლიდერს უნდა შეეძლოს მოვლენების ადეკვატური შეფასება და თუ კი ხედავს ქვეყანაში საომარი მოქმედებების დაწყების საშიშროებას, ყველა დიპლომატიურ-პოლიტიკური სამართლებრივი ბერკეტი უნდა გამოიყენოს იმისათვის რომ არ დაუშვას ომი. 
ორივე შემთხვევაში, მე როგორც საქართველოს მოქალაქე ,თავს დამარცხებულად ვგრძნობ. ომის გამართლების ერთ-ერთი არგუმენტი არაერთხელ მოვისმინე, რომ თურმე ჩვენ დავანახეთ მსოფლიოს რუსეთის ნამდვილი სახე! თუ ვინმეს ამის ჯერა....მსოფლიო ასეთი გულუპრყვილო როგორ გგონიათ!!!! ყველამ კარგად იცის იცოდა და ეცოდინება ვინ არის რუსეთი და რა ეკონომიკური თუ სამხედრო შესაძლებლობები აქვს მას. არც ერთი ევროპის ქვეყნის ლიდერი მას ისეთი ტონით არ ელაპარაკება, როგორც ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, საერტოდ მიმაჩნია, რომ დიპლომატია იმდენად შორს არის წასული, რომ ამ უკანასკნელის მიერ არჩეული ურთიერთობის მანარას საერთოდ არ იყენებს არავინ და არც არის გამოსაყენებელი. 
საქართველომ ომი წააგო რუსეთთან, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს დადგენილი საზღვრები, საქართველო არის ქვეყანა, რომლის დედაქალაქიდან 30 კმ-ში დგას ოკუპანტის ჯარი და მიუხედავად ამისა მე მაინც უნდა მახარდებდეს შადრევნები და დაგებული გზები? ნუთუ ეს ყველაპერი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ამ ქვეყნის მთავარსარდალს ერთხელ მაინც შერცხვეს, უბრალოდ საჯაროდ შერცხვეს! 

ისევე როგორც ყველა ნაშრომს, ჩემს წერილსაც ჭირდება დასკვნა და აი ისიც, ჩვენთვის – ქართევლებისთვის: 

ჩვენ - ქართველები არ ვართ განსაკუთრებული ხალხი! ის რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა არის ღვთის დიდი მადლი და წყალობა, რის გამოც ამპარტავნები კი არ უნდა გავხდეთ, კუდი ყავარზე გავიდოთ და უსაქმურად ველოდოთ, როდის გააკეთებს ჩვენ გასაკეთებელ საქმეს `უხილავი ძალა ზეციდან~, არამედ ღმერთს ყოველ დღე მადლობა შევწიროთ და მადლობა არა სიტყვაში არამედ ჩვენი ქვყნის, ერთამენთის სიყვარულში, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეო საქმის კეთებაში გამოვხატოთ. 

ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა არა მხოლოდ სუფრაზე ჭიქით ხელში, არამედ ქუჩაში _ ერთმანეთს თუ დავეჯახებით ბოდიში მოვუხადოთ, ეს სირცხვილი არ არის, რიგში - რაც არ უნდა გვეჩქარებოდეს, არ გადავხატეთ თავზე ჩვენს წინ მდგომს, მაღაზიაში _ ყიდვისას თუ გაყიდვისას არ დავამადლოთ ერთმანეთს ჩვენი არსებობა, გავიღიმოთ და მადლობა ვუთხრათ, სამსახურში _ არ გაგვეხარდეს, თუ ჩვენმა კოლეგამ შეცდომა დაუშვა, არ შეგვეშინდეს პასუხისმგებლობის ჩვენ თავზე აღების, არ გავუკეთოთ და არც ვუსურვოთ ერთმანეთს ბოროტება, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ამით ყველაზე მეტად ისევ ჩვენ ვზარალდებით. 

ჩვენს ქვეყანას არ ჭირდება გულში მუშტების რტყმა და იმის ძახილი, როგორ გვიყვარს საქართველო, არც ჩვენი თავდადება, თავგანწირვა ჭირდება. ჩვენ ქვეყანას ჩვენ ცოცხლები, ჯანმრთელები და მონდომებით აღსავსენი ვჭირდებით დღეს. ვაკეთოთ ჩვენი საქმე, თითოეულმა 

ჩვენთაგანმა ჩვენი ცოდნის, განათლების, კვალიფიკაციის შესაბამისად, პატიოსნად და კეთილსინდისიერად, ნუ დაველოდებით რომ მას ჩვენ ნაცვლად ვინმე სხვა გააკეთებს, ნაკლებად დავინტერესდეთ სხვისი შეცდომებით და ვიმუშაოთ საკუთარზე. ამოსავალი იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის კეთიდღეობაზე, განვითარება, წინსვლა. ხშირად გავიხედოთ ჩვენი ფანჯრის, სახლის კარების ზღურბლის გარეთ. 

ნუ დავიჩემებთ, რომ მხოლოდ რასაც და როგორც ჩვენ ვფიქრობთ არის მართალი და ჭეშმარიტი. დავუშვათ განსახვავებული აზრის არსებოდა, პატივი ვცეთ განსხვავებულ აზრს. 

დავანებოთ თავი პოლიტიკოსების, თანამდებობის პირების სიყვარულს. შევაფასოდ მათი განხორციელებული ქმედებები ობიექტურად, მოვიწონოთ მათი რეფორმები, მაგრამ ნუ შეგვეშინდება გაკრიტიკება. პატივი ვცეთ მათ და სიყვარული მხოლოდ ჩვენ შვილებს, მშობლებს, დებს ძმებს მეგობრებს ახლობლებს მოვახმაროთ. 

უარი ვთქვათ ძალადობაზე. არ გამოვიყენოთ ძალადობა სხვისი შვილების მიმართ, იმიტომ რომ ჩვენი შვილები არ გახდნენ ძალადობის მსხვერპლი. საქმე რომლის საწყისი შურისძიება, ამბიციების დაკმაყოფილება, რევანშიზმი, შუღლი და ბოროტებაა თავიდანვე განწირულია. ნუ გამოვიყენებთ ბრძოლის იმ მეთოდებს, რომლებსაც საჯარო გამოსვლებში ჩვენ თვითონვე ვგმობთ. 

მიუხედავად იმისა, რომ წერის დაწყების წინ არ მქონდა ეს განზრახვა, ჩემი წერილი უნდა დავასრულო იმით, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, ვფიქრობ, გამოსავალი ამ ეტაპზე მაინც ერთია: ჩვენი ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, 2003 წლიდან დღემდე განხორციელებული ყველა ქმედება და მოვლენა ადეკვატურად უნდა შეფასდეს, ყველა ჩადენილი დანაშაული გამოძიებულ უნდა იქნას და ყველა დამნაშავეს ადეკვატური სასჯელი უნდა შეეფარდოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ქვეყნის წინსვლაზე ფიქრი, ქმედება და არა საუბარი. ჩვენ, განვმეორდები და ვიტყვი, თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენი საქმის კეთილსინდისიერი და პატიოსანი კეთებით, უნდა დავაყენოთ საქართველო დემოკრატიის, სამართლებრივი, თავისუფალი სახელმწიფოს შენების გზაზე. ეს რთული და ხანგძლივი პროცესია, რომელიც არც ერთი, ორი ან თუნდაც 5 წლით შემოფარგლება, გადამწყვეტი და მნუიშვნელოვანი არის სწორეს ის, რომ თუნდაც 20 წლის შემდეგ, როდესაც უკვე ჩვენი შვილები დაიკავენებ ჩვენს ადგილს, საქართველო შედგეს როგორც დემოკრატიული სახელმწიფო და ჩვენი შვილები იყვნენ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. 

2009 წელი 
ქ. თბილისი

Saturday, January 8, 2011

ვის წაართვა ხაჭაპურმა ჩინ-მედლები?

2011 წლის დადგომისადმი მიძღვნილი მორიგი ხაჭაპური შევდგი ღუმელში, სამზარეულო საგულდაგულოდ მივალაგე. საგულდაგულოდ იმიტომ, რომ სამზარეულო, ჩემივე გადაწყვეტილებით, იმ ოთახში მაქვს, რომელსაც ზოგი „ზალა კომნატას“, „დიდ ოთახს“, ზოგიც „მისაღებს“ და „სასადილოს“ უწოდებს. სინამდვილეში კი ეს ის ოთახია, სადაც სახლში მოსული სტუმრები იყრიან თავს და ტელევიზორის ფონზე თქვენს კულინარიულ შედევრებს ეზიარებიან. მოკლედ იქ სადაც წესით დესაუ და „ფაბერჟეს“„ ან „კუზნეცოვის“ სერვისის მცირედი ნაწილი მაინც უნდა მედგას და მე კი მაცივარი, სარეცხის მანქანა და ამჯერად ნაძვის ხე მიდგას.  მილაგებას მოვრჩი, 31 წლის დაბადების დღეზე საყვარელი ქმრის მიერ ნაჩუქარი „ლეპტოპი“ მუხლებზე დავიდე და დავიწყე წერა. ალბათ თვეზე მეტი გავიდა რაც საერთოდ არაფერი დამიწერია. მქონდა რამდენიმე მცდელობა, რამდენიმე მონახაზიც გავაკეთე იმ თემებზე, რომელთა „გაშუქებასაც“ მეგობრები მთხოვდნენ, მაგრამ არ გამომივიდა. მივხვდი, რომ შეკვეთებზე ვერ ვმუშაობ და როგორც ჩემი ერთი ძალიან ახლო მეგობარი იტყოდა, თემამ უნდა დამიძახოს. სხვა რაზე შეიძლებოდა დამეწერა საახალწლოდ თუ არა საჭმელზე. საჭმლის კულტი ისედაც ხომ არის ამ ქვეყანაში და ახალ წლებზე ისეთ მაშტაბებს აღწევს, რომ მიკვირს ამდენი ხანი ისე როგორ გავძელით ხინკალს, ხაჭაპურს, ან თუნდაც ნიგვზიან ბადრიჯანს ერთი კარგი ძეგლი არ დავუდგით. სიმღერა კი მივუძღვენით: „ყველი, პური, ხაჩაპური, წიწილაა...“

მაპატიეთ, ხაჭაპურს ჩავხედე......                                                                                                 

თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ  ქართული კულტურის ქართულ სამზარეულოსთან გაიგივების სასტიკი წინააღმდეგი ვარ. ძალიან ვბრაზდები, როდესაც საზღვარგარეთიდან ჩამოსულ სტუმარს პირველ რიგში აუცილებლობის წესით მცხეთის სალობიეში მიათრევენ, ლობიოს, ხინკალს, მწვადს და ქაბაბს ჯონჯოლთან ერთად, ყველაფერს ერთიანად ჩააყრიან პირში, ზემოდან გაუგებარი ფორმისა და ზომის სასმისით მომაკვდინებელი რაოდენობის ღვინოს ჩაასხამენ და მერე მომდევნო დღეები რვაჯერ კითხავენ: „მოგეწონათ ხაჭაპური? ხომ მაგარია ხინკალი?“ დიახ, ხაჭაპური ნამდვილად გემრიელია და ხინკალიც მოწონთ, მაგრამ აცალეთ ბატონო, აცალეთ... იქნებ კულინარიული მიღწევების გარდა, უცხოეთიდან ჩამოსულმა სტუმარმა სხვა რამის შეფასება და დაფასებაც შეძლოს, აცალეთ ფხიზელი თვალით შეხედოს ჯვრის მონასტერს, პარლამენტის შენობას, ან თუნდაც ჩვენი თანამედროვეობის სიამაყე - ახალ გამჭირვალე შენობას, ნუ გამოათრობთ (მაპატიეთ გამოთქმაზე) დახრჩობამდე და გულის წასვლამდე (სინამდვილეში კი არევამდე) და იქნებ რამე ისეთზე გააკეთოს კომენტარი, რაც თქვენსა და თქვენი შვილების მომავალს გამოადგება. არა და ხომ არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ქართული სტუმართმოყვარეობით დანაყრებული უცხოელი სტუმრები, უფრო სწორად მათი აბსოლუტური უმრავლესობა, საქართველოდან მძიმე კუჭის აშლილობით მიდის და სამშობლოში დაბრუნებული კვირების მანძილზე სტუმრობს გასტროენტეროლოგების კაბინეტებს.

ამ კულინარიული ისტერიის ფონზე, ბოლო დროს სატელევიზიო გადაცემებში სრულიად არალოგიკური ტენდენცია შევნიშნე. წამყვანი საკმაოდ ირონიული ტონით უსვამს შეკითხვას 35 წელს გადაცილებულ მდედრობითი სქესის სტუმარს: „არ მითხრა, რომ სამზარეულოში ტრიალებ და ხაჭაპურის გაკეთებაც იცი?!“, არ აყოვნებს სტუმრის პასუხი, რომელიც სექსუალურ-ბავშვურად ბერავს ტუჩებს და „არა. ღადაობ?“ სახის გამომეტყველებით აქნევს თავს. მზგავსი შინაარსითა და ირონიით გაჯერებული ტექსტი საჯაროდ არაერთხელ მოვისმინე და დავფიქრდი... თანამედროვეობას ჩამოვრჩი, თუ რა ხდება? როდიდან გახდა საჭმელების კეთება და ე.წ. სამზარეულოში ტრიალი სათაკილო? თან ამ სააახალწლოდ იმდენი საჭმელი გავაკეთე, ხაჭაპურით დაწყებული, ნიგვზიანითა და ჩაშუშულებით დამთავრებული, რომ ლოგიკურად დამებადა კითხვა: ის რომ საჭმელს მე თვითონ ვაკეთებ და გუდვილში, ბიგ-ბენში ან თუნდაც ჯიმარტში არ ვყიდულობ ჩემ დაბალ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე მეტყველებს,  დაბალ სოციალურ სტატუსზე? თუ ორივეზე ერთად?

გადავხედოთ ჩემს სოციალურ მდგომარეობას: უმაღლესი განათლება მაქვს, მაგისტრის დიპლომი მაქვს, ევროპაში ნასწავლი ვარ, უცხო ენას ვფლობ, სტაბილური სამსახური და შესაბამისად სტაბილური შემოსავალი მაქვს. ქმარი? ქმარი მყავს, მასაც უმაღლესი განათლება აქვს, ევროპაში ნასწავლი არის, უცხო ენას ფლობს, სტაბილური შემოსავალი (ახლა უკვე) აქვს. ანუ ჩვენში არ არის საქმე და ამიტომ ლოგიკურად ჩემს მშობლებს მივადექი: დედამ თავის დროზე წითელ დიპლომზე დაამთვრა სკოლა და მოსკოვის უმაღლეს სასწავლებელში, სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. დაახლოებით 30 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს რეპროდუქტოლოგიის განხრით. მამა, ასევე მოსკოვში ნასწავლი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატია, ფასიანი ქაღალდების სფეროში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილებით. რაც თავი მახსოვს, დედა სადილს თავად ამზადებს, დესერტად ნამცხვერბსაც აცხობს და საზამთროდ ბადრიჯანსაც ახუფინებს მამას. მშობლებზე არ შევჩერდი და შორს წარსულში, ბებიებსა და ბაბუებს მივადექსი. ბებია N1 ქეთევან ხაჟომია, იგივე ქოქო, მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ქალია. დედა გეგენავას ქალი ჰყავდა, 37-იან წლებში ძმები და მამა დაუხვრიეს, მამა, როგრც თვითონ ეძახის ვექილი, ანუ იურისტი ვარშავაში ჰქონდა უნაღლესი იურიდიული განათლება მიღებული. თავად ქოქო დღეს უკვე დამსახურებულ პენსიაზე მყოფი პედიატრია. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება დილიდან საღამომდე და ზოგჯერ შუა ღამემდეც მუშაობდა სახლში მის გარდა სადილი არასოდეს არავის გაუეთებია. მინდა გითხრათ, ყოველთვის ჰყავდა დამხმარე ქალი ოჯახში, მაგრამ 4-ჯერ გატარებული ნიგვზისაგან მხოლოდ თვითონ აკეთებდა უგემრიელეს ბაჟეს, განუსაზღვრელი რაოდენობის „პერაშკებსა“ და მსოფლიოში ყველაზე გემრიელ გებჟალიას. ქეთევანის მეუღლე, მიხეილ ახალაია, იმ დივიზიის მთავარი ექიმი გახლდათ, რომელმაც თავის დროზე ბერლინი აიღო. მედიცინის დარგში პროფესორი, ის პირველი საბჭოთა ექიმი იყო, რომელმაც სტალინის სახელობის პრემია მიიღო.  ბებია N2 ნათელა შენგელაია - იგივე ნანუ, ქიონია კახიანისა და მელიტონ შენგელაიას შვილი. ქიონია კახიანი ქუთაისის გიმნაზიის კურსდამთავრებული გახლდათ, ხოლო აზნაური მელიტონ შენგელაია დამსახურებული გზის ინჟინერი. ნათელას მეუღლე ბატონი ერასტი ახობაძე  ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თავად ნანუ პუშკინის ინსტიტუტის ლექტორი იყო რუსულენოვან სექტორზე, სადაც 50 წელზე მეტი კითხულობდა პედაგოგიკას. ისევე როგორც ქოქოს, მასაც ჰყავდა სახლში დამხმარე ქალი, მაგრამ არც აზნაურული წარმომავლობა და არც ლექტორის ფროფესია უშლიდა ხელს დილაობით „ალადუშკები“ გამოეცხო ჩემთვის, საღამოს კი ალუბლის მურაბა მოეხარშა.  

იმედი მაქვს  ჩემი წინაპრების გვარიშვილობასა და წარმომავლობაში ეჭვს არ შეიტანთ, მათზე კიდევ ძალიან დიდი ხანი და კიდევ ძალიან ბევრს დავწერდი დიდი სიამოვნებით, მაგრამ ისინი არ არიან ჩემი ამ სტატიის თემა. უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ჩემი დიდი ბებიები თავიანთ ქმრებს, შვილებსა და შემდეგ უკვე შვილიშვილებს, ასევე ჩემი ბებიები თავიანთ პროფესორ ქმრებს, შვილებსა და შვილიშვილებს თავად უმზადებდნენ გემრიელ კერძებს, რამაც რატომღაც არც მათ პროფესიულ განვითარებაზე იქონია უარყოფითი გავლენა და არც მათ აზნაურულ წარმოშობას მოაკლო პატივი და ღირსება - ჩინი და მედლები. ხოდა მეც, როგორც ჩემი წინაპრების ღირსეული შთამომავალი, ვეუფლები და ვიხვეწები ქართული კერძების დამზადების პროცესში. ჩემს ცხოვრებაში პირველი ნიგვზიანი ბადრიჯანი გერმანიის ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენში გავაკეთე, სადაც ჩემს ქმარს ვახლდი სამთვიან სასწავლო პროგრამაზე. ეროვნული საღამო იმართებოდა და ქართველებს ხომ არ შევარცხვენდი, ნიგვზიანი ბადრიჯანის რეცეპტი ქოქომ skype-თი მიკარნახა და თან გაოცება ვერ დამალა, არ შეიძლება გერმანელებმა ქინძი არ იცოდნენ რა არისო! გარმიშში მოვხარშე პიველად და უკანასკნელად ლობიო ლორით და სულგუნს მონატრებულმა ხაჭაპური მოცარელათი შევზილე. ხოდა მას მერე ნიგვზიანი ბადრიჯანიც არაერთხელ გავაკეთე, ბაჟეც და ხაჭაპური ხომ საერთოდ თვალდახუჭულს გამომდის (თავს ვიქებ?). არა და ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით კისრამდე შეკრული „საროჩკით“, ვიწრო იუბკითა და მაღალქუსლიანი ჩექმებით დავდივარ სამინისტროს ნაცრისფერ დერეფნებში, გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების სახაზინო ვალდებულებების და კიდევ ბევრი ისეთი საკითხების გარკვევით ვარ დაკავებული, რომელთაც კულინარიასთან ნამდვილად არაფერი აქვთ საერთო. ჩემი ვიზუალი და გამომეტყველება ნამდვილად არავის გაუჩენს ილუზიას, რომ ქუსლებიდან გათავისუფლებული მე ის ქალი ვარ, რომელიც შვილს ყიყლიყოს, ან  ნანუს ნასწავლი რეცეპტით „ალადუშკებს“ უკეთებს, ხოლო სამსახურიდან მოსულ  ქმარს შაბათს მომზადებულ ბესტროგანოვს უცხელებს გარნირთან ერთად.  არ ვიცი, შეიძლება ვინმეს სხვა აზრიც ჰქონდეს, მაგრამ ვფიქრობ, კულინარიულ მიღწევებს (ისევ თავს ვიქებ?), ჩემს ინტელექტუალურ განვითარებაზე გავლენა არ მოუხდენია. ამიტომ მინდა გირჩიოთ, ნუ გეშინიათ და ნუ გცხვენიათ, სამზარეულოში საშიში და მითუმეტეს სათაკილო (ის მაინც არ გაგიგიათ სხვა თუ არაფერი, რომ ПУТЬ К СЕРДЦУ МУЖЧИНЫ ЛЕЖИТ ЧЕРЕЗ ЖЕЛУДОК) არაფერია, შერონ სტოუნი თუ უვლის ბოსტანს კასკადიორის დახმარების გარეშე (ჩვენ ასე ვიცით ყოველშემთხვევაში) თქვენც გამოგივათ, ხორცს ცხარე სანელებლები უხდება, ნიგვზიან ბადრიჯანს ბროწეული და სუნელები, ხაჭაპურის ცომი უფრო ფაფუკი გამოდის, თუ მას არაჟანს დაუმატებთ, ვაშლის „პეროგისთვის“ წინასწარ მოამზადეთ ვაშლის პიურე და ერთხელ მაინც უყურეთ მშვენიერ მხატვრულ ფილმს „ჯული და ჯულია“... „Bon Appetit!“.

XXI-ე საუკუნის „პულტიანი რაინდები“

პირველად როდესაც შემიყვარდა 15 წლის ვიყავი. კარგად მახსოვს ის დღე: ქუჩაში ვსეირნობდი და რუსი მომღერლის ანჟელიკა ვარუმის სიმღერას „Ла, Ла, Фа – эти Ноты“-ს ვღიღინებდი. უცებ „ის“ დავინახე და ცხოვრებაში პირველად გულში „ლიფტი“ ვიგრძენი. ასეთი რამ (ერთი ნახვით შეყვარებას ვგულისხმობ) არც მანამდე და არც მერე აღარ დამმართნია, გულში ლიფტს ჰგავდა და თავში ფეერვერკს. ლიფტი გულის მოკუმშვის გრძნობაა, რომელსაც სწრაფი ლიფტების ასევე სწრაფი აღმა ან დაღმა სვლა იწვევს. ჩემი პირველი, უპასუხო სიყვარული გულში დაილექა, ნელ-ნელა აიორთქლდა და ბოლოს წარსულის მოგონებებში გაიფანტა. ლიფტმა კი მას მერე დიდი ხანი იარა ზემოთ-ქმემოთ (ბევრჯერ გაიჭედა კიდეც) ჩემს გულში.

ბოლოს ლიფტი როცა მქონდა, ის დღეც ძალიან კარგად მახსოვს, მაგრამ მართლა ლიფტები კი არ არის ამ სტატიის თემა. ისევ ბანალურ მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო და მნიშვნელოვან პერიოდზე მინდა დავწერო. ყველანი (უმეტესობა მაინც) მაშინ ვართ ყველაზე ბედნიერები, როდესაც შეყვარებულები ვართ. რაც არ უნდა არარომანტიული და პრაგმატული იყო, თუ შეყვარებული ხარ თვალები შენდაუნებურად გიბრწყინავს, გარემო თავისთავად უფრო ლამაზი ხდება, ნერვები რატომღაც ნაკლებად გეშლება და გულში განუწყვეტლივ ადის და ჩადის ლიფტი (და ისევ ეს ლიფტი!), და მასთან ერთად ოცნებები! არამატერიალური (არ ვიცი შეიძლება ვინმე მატერიალურზეც ოცნებობს, მაგალითად „სამსუნგის“ მაცივარზე სამზარეულოში, ან „ბელუქსის“ ავეჯზე საძინებელში), არალოგიკური, არათანმიმდევრული, ლაღი ვარდისფერი (ვარდისფერი პირობითად, თორე ყვითელიც არაჩვეულებრივი ფერია და ცისფერიც) ოცნებები...

ფრთიანმა ოცნებებმა მეც საკურთხეველთან მიმიყვანა. ამის შემდეგ ოცნებები არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ მატერიალური მოთხოვნილებები გაჩნდა, მართლა საჭირო ყოფილა „სამსუნგის“ მაცივარიც, „ბელუქსის“ ავეჯიც, მიქსერი და უთოც, ტეფალის ტაფებიც.... ელიავას ბაზრობაზე და წერეთლის ქუჩის შპალერის მაღაზიებში დავიწყეთ, კი არა და განვაგრძეთ „სიარული“. ამით არაფრის თქმა არ მინდა. ტეფალის ტაფებმა არც ჩემს და არც მის გრძნობებს დააკლო რამე. მართალია,  ჩემთან ტელეფონით ლაპარაკში ის ღამეებს აღარ ათენებს (და მიუხედავად ამისა გვერდითა ოთახიდან არაერთხელ დაურეკავს შუაღამეს ჩემთვის, ჩემთვის ტელევიზორთან ჩაძინებულისთვის) ყვავილებს უმიზეზოდაც იშვიათად მჩუქნის, მაგრამ სამაგიეროდ ყვავილოვანი კომბოსტო მოაქვს ხშირად და რაც მთავარია, მას მე  (და მე ის ) დღესაც ძალიან ვუყვარვარ. სიყვარული მართლა არაფერ შუაშია, მაგრამ ფაქტი ერთია, ჩემთან ერთად საათობით ქუჩაში ხეტიალს და ლიტერატურულში ნამცხვრების ჭამას, მას დღეს ჩვენს მიერ ერთად არჩეულ დივანზე პულტით ხელში წოლა ურჩევნია (მაპატიე შენი საიდუმლო რომ გავანდე სხვებს).

პულტი და დივანი მუდმივი კამათის მიზეზია, (არ იფიქროთ რომ ეს მხოლოდ ჩემი „პრობლემაა“ და რატომ ამას ქვემოთ გაიგებთ). დღის განმავლობაში ერთმანეთს სულ უფრო ხშირად იმიტომ ვურეკავთ, რომ პურის, ვაშლის, ხელსახოცების ყიდვა ან დენის და გაზის გადასახადის გადახდა შევახსენოთ. ბოლოს skype-ში ბაზრიდან (ბაზრიდან ან შეიძლება რომელიმე სუპერ-მეგა-გლობალ მარკეტიდან) მოსატანი პროდუქტების (რამდენადაც არარომანტიულად შეიძლება მოეჩვენოს ვინმეს, პროდუქტი საჭიროა თუნდაც იმისთვის, რომ რომანტიული ვახშამი მოამზადო) სია გადავუგზავნე. როდესაც ამაზე ვწერ თან ვფიქრობ, რომ არც ისე არარომანტიული ეს ყველაფერი, უბრალოდ ყოფითია, „ბიტავოი“, როგორც რუსები იტყვიან. დივანსა და პულტს კიდევ არაერთხელ დავუბრუნდები, მათი „სიყვარული“ კი პიკს პარასკევს საღამოს აღწევს, როდესაც მე ჩემ გოგოებთან ერთად „პარასკევობის“ გასატარებლად ვემზადები (რა თქმა უნდა მას მერე, რაც სამსახურიდან მოსულს ზემოხსენებული პროდუქტებით გამზადებულ „რომანტიულ“ ვახშამს გავუცხელებ), ის კი ძალიან ბედნიერი (ბედნიერია იმიტომ, რომ მარტო რჩება, ტელევიზორიც მხოლოდ მისია და დივანიც) ისევ პულტით ხელში, ცოტა გაცრერილ სალათისფერ დივანზეა მოკალათებული და მეგობრებს ელოდება (ან ე.წ.„ზე მუსიკას“ მოუსმენენ, ან „უჟასებს“ უყურებენ, ამას რა თქმა უნდა ალკოჰოლს მიაყოლონ და რა ვიცი კიდევ რას გააკეთებენ...)

ძალიან გამიკვირდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ჩემი ბავშვობის, ახალგაზრდობის და დღემდე საყვარელი კინოფილმის გმირ თავად ქერი ბრედშოუც იგივე „პრობლემის“ წინაშე დგას. როდესაც „Sex and the City2“ ვუყურუ მართლა გაოგნებული დავრჩი,  ქერის ოცნების (და არამარტო ქერის, ალბათ მსოფლიოში ყველა მეოცნებე ქალბატონის) მამაკაცი მისაღებ ოთახში პულტით ხელში რომ დავინახე. მაშინვე ჩემი სახლი, ჩემი ქმარი, ჩემი სალათისფერი დივანი გამახსენდა. განსხვავება ჩემსა და ქერის შორის ძალიან დიდია (საკმარია იქნება მისი ფეხსაცმელების კოლექციას თუ ვახსენებ მხოლოდ), ისევე როგორც ჩემსა და ნებისმიერ სხვა ქართველ, ფრანგ თუ აფრიკელ (აფრიკელი ქალი, მე მგონი ცოტა ზედმეტი მომივიდა) ქალს შორის, მაგრამ არის რაღაც რასაც ყველა დროისა და ეროვნების ქალები (უხეშად არ მინდა გამომივიდეს და უხეშობაზე მეტად ტრაგიკულად) „მისტირიან“ (ქალებს უყვართ ტირილი, ემოციებისგან დაცლის, ეს ჩემთვისაც საყვარელი, „საშუალება“). დაქორწინებული, განქორწინებული, დასაქორწინებელი ქალები ტირიან განვლილ წლებზე, სიყვარულზე, ახალგაზრდობაზე, ახდენილ და აუხდენელ ოცნებებზე, ზოგჯერ უმიზეზოდ უბრალოდ ტირიან (ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა, და ან ცაზე ვარსკვლავები დან ან ქალების ტირილის მიზეზები...) ახსენდებათ თეთრ ცხენზე ამხდერებული, ან თუნდაც თეთრ ან ვერცხლისფერ და ან ნებისმიერ ფერ ავტომობილზე „მომჯდარი“ „ოცნების მამკაცები“, რომლებიც დროისა და ხანის სვლამ რაინდებიდან უბრალო მოკვდავებად აქცია. ამ განცდებისა და ემოციების ფონზე ჩვენ ქალებს გვავიწყდება, რომ ჩვენც, მართალია დღესაც ლამაზები და არაჩვეულებრივი, სასურველები და მიმზიდველები, მაგრამ ამავე დროს დილაობით თამაგაწეწილი, ზოგჟერ წინსაფარ მოხვეულები,  სახლის ბაჭია-ჩუსტებიანი „პრინცესები“ ვართ, რომლებიც შეიძლება მთელი ღამე სეირნობასა ან თუნდაც ტელეპონით ლაპარაკში უფრო მეტ რომანტიკას ვხედავთ, ვიდრე დილას საუზმის მომზადებასა ან ჯინსებისა თუ ჟემპრის გაუთავებაში... თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მიყვარს სალათისფერ დივანზე წამოწოლილი ჩემი „პულტიანი რაინდი“.