1979 წელს დავიბადე, მაშინ, როდესა ჯერ კიდევ სკოლაში ოქტომბრელებს იღებდნენ, მოსკოვში 37 მანეთად დაფრინავდნენ, ტროლეიბუსები პავლოვის ქუშის ბოლოს, პარკში იკრიბებოდნენ და ნაყინს თეთრ ხალათში გამოწყობილი მენაყინე: „სტაკანჩიკი მაროჟნიეეე, მარჟნიე, მარჟნიეეე“-ს ძახილით ყიდდა. საბჭოთა კავშირი მაშინ ჯერ კიდევ მყარად იდგა ფეხზე და უახლოესი ათი წელი მაინც დაშლას არ აპირებდა. ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი კარგად მახსოვს, მაგრამ ნამდვილად მახსოვს 1989 წლის 9 აპრილი და 9 აპრილამდე განვითარებული მოვლენები. პირველი საპროტესტო აქციები, გამოსვლები, მიტინგები. მახსოვს, როგორ ითხოვდა აბობოქრებული მასა თავისფლებას „დამოუკიდბელ საქართველოს გაუმარჯოს“ ძახილის ფონზე. მე მაშინ მე-3 კლასში ვიყავი, როდესაც ერთ დილასაც გავიღვიძე და აღმოვაჩინე, რომ ცხოვრება თითქოს გაჩერდა, გარშემო უჩვეულო სიჩუმე იყო, თავლებზე ყველას ცრემლი ერეოდა (თამ, მაპატიე თუ ეს სიტყვები ზედმეტად ხატოვნად ჟღერს, ყველას ცრემი ერეოდა - ყველა ტიროდა), ქალაქი წითელი ტიტებით და შავი დროშებით გაივსო. არ ვიცი რამდენად შემეძლო მაშინ ამ სიტუაციის მთელი სიმძიმისა და ტრაგიზმის აღქმა, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს სკოლაში მისულმა მე და ჩემმა კლასელებმა როგორ გავაკეთეთ პლაკატები (ისინი დღესაც შენახული მაქვს) წარწერებით „ძირს რუსეთის დამპალი იმპერია“, „შავმა ღრუბელმა თეთრი დაფარა“, „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“. ამ პლაკატებითა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ დამკვიდრებული შეძახილებით დავდიოდით სკოლის გარშემო, ნელა-ნელა მთელი სკოლა, უფროსკლასელებიც შემოგვიერთდნენ, მერე დავსხედით სკოლის კიბეზე და შიმშილობა გამოვაცხადეთ. ასე ვისხედით რამდენიმე საათი. . . ეს იყო ჩემი პროტესტის გამოხატვის პირველი მცდელობა. მას მერე არაერთხელ გამჩენია პროტესტის გრძნობა, ბევრი იმ მოვლენის მიმართ, რომელთა უმრავლესობა, ჩემი აზრით, დღესაც არ არის ადეკვატურად შეფასებული და გააზრებული. მაგრამ მე დღეს პოლიტიკური შეფასებებისთვის და უმისამართო პატოსისთვის არ ვწერ. მე მინდა დავწერო ჩვენზე, კომუნიზმში დაბადებულებზე, „პერესტროიკის“ დროს გაზრდილებზე და დამოუკიდბელ საქართველოში პიროვნებებად ჩამოყალიბებულ „ტიპებზე“, ჩემზე, ჩემს მეგობრებზე, მათ მეგობრებზე ზოგადად ჩვენზე.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 20 წელია გვესმის, საქართველო დამოუკიდებელ და სუვენერულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რომ ჩვენ პოსტ-საბჭოთა სივრცეში დემოკრატიის შუქურა გავაღვივეთ და ოლიმპიური ცეცხლის მსგავსად გადავეცით მეზობელ ერებს, რომ ჩვენ თითოეული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დამცველნი ვართ და კიდევ ბევრი აღტკინებული და ჩემი აზრით, ცოტა ფარისევლური ტონით გაჯერებული მოწოდებები გვესმის, თავისუფალ პიროვენებებად მაინც ვერ ჩამოვყალიბდით. (ან როგორ უნდა ჩამოვყალიბებულიყავით, როდესაც ყველანი პიონერების შვილები ვართ, საბჭოთა რეჟიმს მიერ დაჩმორებული თაობის. ყოველთვის, როდესაც ამას ხმამაღლა ვამბობ დედაჩემის გაბრაზებას ვიწვევ) საზოგადოება, რომელმაც თავისუფლების საწყისებზე დაფუძნებული ქვეყანა უნდა ჩამოაყალიბოს პირველ რიგში, თავად უნდა იყოს თავისუფალი და თავისუფლების გამოხატვის ასევე თავისუფალი ფორმების, მარტივად რომ ვთქვათ, არ უნდა ეშინოდეს. 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ არაერთი მიტინგის, დემონსტრაციისა თუ საპროტესტო აქციის მომსწრენი გავხდით ნებსით თუ ენებლიეთ. მე პირადად ძალიან დიდი დრო დამჭირდა, სანამ სკლოლის მიტინგის შემდეგ კვლავ გადავწყვიდე პროტესტის გამოხატვის ამ ფორმისთვის მიმემართა. 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ერთ-ერთ აქციაზე მივედი ცოტა ხნით. ვერ გეტყვით, რომ იმ აქციაზე მისვლით მე ან ქვეყნის ხელისუფლებას დავაკელი რამე, ან იმათ შევმატე, ვინც შეშლილი სახეებით რუპორში ღრიალებდა პატრიოტული სულისკვეტებით (ასევე ფარისევლური) გაჯერებულ „რეჩებს“, ან თუნდაც „საქართველოს ნათელი მომავლისთვის გადავდგი ნაბიჯი“, მე არც ხელისუფლების და არც ე.წ. ოპოზიციის (რომნლიც მე თუ მკითხავთ დღეს საერთოდ არ არსებობს) მეხოტბე ან მძაგებელი ვარ. აქციაზე მისვლით მინდოდა პორტესტი გამომეხატა, ჩემი, როგროც რიგითი მოქალაქის პროტესტი იმაზე, რაც 7 ნოემბერს მოხდა. ალბათ ჩემს თავს არასოდეს ვაპატიებ, (შეიძლება ჩემი სიტყვები ბევრისთვის ასევე ფარისევლურად ჟღერს ) რომ 2008 წლის 8 ნოემბერს, როდესაც სრულიად გაცარიელებულმა და უიმედომ გავიღვიძე, როდესაც ვერც ერთ სატელევიზიო არხზე, ჩემთვის გასაგებ არც ერთ ენაზე ვერც ერთი ადეკვატური საინფორმაციო გამოშვება ვერ ვნახე, სახლში დავრჩი. გულწრფელად მჯერა, რომ მე ჩემი მეგობრებისთვის, მათ თავიანთი მეგობრებისთვის მარტივად რომ დაგკვერეკა და ჩვენ ყველანი ერთად უბრალოდ რომ შევკრებილიყავით და დუმილით გამოგვეხატა პროტესტი (მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, რომელიც ყოველგვარ შეკრება-მანიფესტაციას კრძალავს) იმ ყველაფრის გამო რაც წინა საღამოს მოხდა (წინა საღამოს განვითარებული მოვლენები ყველამ კარგად ვიცით, ამიტომ მათი შეხსენება, ვფიქრობ, არ არის აუცილებელი) ძალიან ბევრი უსამართლობა, რომელსაც სწორედ 2007 წლის 7 ნოემრის შემდეგ ჰქონდა ადგილი, უბრალოდ არ მოხდებოდა. მიმაჩნია, რომ ხელისუფლების ქმედების დემოკრატიულობისა და სამართლიანობის ხარისხს სწორედ საზოგადოება განაპირობებს. (პატარა ბავში რომ თავის ნებაზე მიუშვა და არ გააკონტროლო ისიც ბევრ გაუაზრებელს სისულელეს ჩაიდენს). სწორედ საზოგადება არის პასიხუსმგებელი აკონტროლოს ხელისუფლება და მის ყველა არადემოკრატიულ და უსამართლო ნაბიჯს პროტესტის ადეკვატური ფორმით უპასუხოს. ხშირად უთქვამთ ჩემთვის: რას აკეთებ შენ იმით, რომ თუნდაც სამჯერ მიტინგზე წახვედი, შენ გგონია ამით რაღაც შეიცვლება? ამაზე ბევრი მიფიქრია, მიფიქრია იმაზეც, რომ ბევრჯერ საჭირო იყო პროტესტის გამოხატვა და არ გამოვხატე, აი მაშინ თაბუკაშვილის ქუჩიდან რომ გამოაძევეს მოსახლეობა. მახსოვს, როგორ აღვშფოთდი და დავგმე მათი საქციელი, ვინც ქალებს, მოხუცებს ერეკებოდა თავიანთი საცხოვრებელი ბინმებიდან. ჩემმა აღშფოთებამ ზუსტად ისევე უშველა თაბუკაშვილის მცხოვრებლებს, როგორც ევროპისა და ამერიკის აღშფოთებამ იქონია გავლენა რუსეთის ფედერაციის ქმდებებზე. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ჩემი აღშფოთება ჩემთვის უნდა შევინახო და თუ მართლა მინდა რაღაცის უკეთესობისაკენ შეცვლა უნდა ვიმოქმედო (ის რომ ქვეყნისათვის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი მხოლოდ მოძრაობა და მოქმედებაა, ჩემი სიტყვები ნამდვილა არ არის). ვეთანხმები ჩემ მეგობრებს, რომ ნამდვილად ჯერ არაფრისათვის არ მიმიღწევია (მახსოვს, ერთ-ერთ საპროტესო აქციაზე, ჩემს ქმარს მისი ძველი მეგობარი შეხვდა და უთხრა: იმ დღეს ჩემმა შვილმა მკითხა: დედა, რაც თავი მახსოვს სულ რაღაცას აპროტესტებ და ერთხელ მაინც „მოიგეო“?). ესეც ალბათ ქართული მენტალიტეტის ბრალია, რომ ჩვენ ჩვენი ქმედების შედეგის დანახვა იმწუთიერად გვსურს და საკმაოდ შორს არის ჩვენგან აღმოსავლური სიბრძნე „ვიჩქაროთ ნელა“ (ამ სიბრძნებს პირველად მამაჩემმა მაზიარა, წლები დამჭირდა რომ მივმხდარვიყავი რას მალავენ ეს მარტივი სიტყვები). პროტესტის გამოხატვისთანავე, დიდი ძალისხმევისა და შრომის გარეშე (ქართველებს ზოგადად არ გვიყვარს შრომა) ვითხოვთ შედეგს. საინტერესოა ვითხოვთ კი ჩვენ დღეს რამეს, რამეს არა კონკრეტულ-მატერიალურს არამედ „საზოგადოებრივად მნიშვნელოვან“ იდეალურს? მე ძალიან ბევრს ვფიქრობ, ვფიქრომ 1989 წლის 9 აპრილზე, როდესაც პირველად გაჩნდა პროტესტისა და უსამართლობის გრძნობა, როდესაც პირველად მოვითხოვეთ „ასე ნანატრი თავისუფლება“, ვფიქრობ იმაზეც, რომ სამწუხაროდ ეს პროტესტიცა და სხვა განცდებიც მაშინ ჯერ კიდევ გაუაზრებელი იყო (და სამწუხაროდ არამხოლოს მესამე კლასელი „პატრიოტებისთვის“) და სწორედ ამიტომ არ გაღვივდნენ ისინი ჩვენში და ისევე ჩაჩუმდნენ როგორც „დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს“ ომახიანი შეძახილები. ჩვენ ჩავიძინეთ და ფუმფულა ბალიშებზე მოკალათებულებს დღესაც გვძინავს... მე კი ჩემი მშობლების თაობას ვუწედებ „ჩმორების თაობას“! და ჩვენ რა თაობა ვართ ასეთი, „დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს“ არ ვყვირით და ერთმანეთს ჩუმათ ვეჩურჩულებით: „გაჩუმდი არ გაგიგონ, სამსახურის დაკარგვა გინდა ჩვენ დროში?“. ნეტავ რა დროა დღეს?
დღეს პასიური უმოქმედობის დროა. ჩაკეტილები ვსხედვართ ჩვენს სოროებში და საკუთარი კეთილდღეობისა და ადამიანური კომფორტების დაკმაყოფილებით ვართ დაკავებულნი (რახანია პლაზმური ტელევიზორი ფუფუნების საგანი არ არის, ქალაქში სულ უფრო ხშირად შეხვდებით მოსრიალე გემივით ჯიპებს) დღეს ვარსკვალებს რომ ვერ დაითვლი იმდენ ვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობის დროა, შარდენზე შადრევნებთან ჯდომისა და თრობის დროა, „სვეცკობის“ დროა დღეს. მეც ამ დროის შვილი, ამ საზოგადოების წევრი ვარ და არაფრით ვჯობივარ სხვას.
უბრალოდ დროდადრო მეუფლება საშინელი უსამართლობის და დაუცველობის გრძნობა! რაღაცის ან ვიღაცის შიში, (შიში კი ნამდვილად არ არის უსაფუძვლო, სიტყვისა და აზრის უბრალო გამახოტავა არაერთხელ დამთავრდა საკმაოდ ტრაგიკულად, ამის იმედნი მაგალითია და მათზე იმდენად ბევრს საუბრობენ..), მაგრამ შიშთან ერთად სულ უფრო ღვივდება ჩემში პროტესტის პროტესტის, აი მაშინ რომ მქონდა იმაზე ძლიერი და გააზრებული პროტესტის გრძნობა. ნამდვილად არ ვიცი ზუსტი „რეცეპტი“ და არც კონკრეტული პროგრამა და არც გეგმა მაქვს. მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ დღეს მე და ჩემმა მეგობრებმა, სხვებმა, დიდებმა და პატარებმა, ყველამ ერთად (არაერთხელ უთქვამთ: მოდი შენ დაიწყე და ჩვენ დაგეხმარებითო. მე კი არა ჩვენ გჭირდება დახმარება!) უნდა ვიაზროვნოთ გლობალურად და არა ლოკალურად, გავაღოთ ფანჯრები და სახლის კარები, გავახილოთ ფართოდ თვალები და დავინახოთ რეალობა - როგორ შეიძლება რეალობა არარეალური იყოს, მაგრამ დღეს ჩვენ სწორედ რეალური რეალობის დანახვა გვჭირდება, ხოდა რომ დავინახავთ, თუ დავინახავთ........
No comments:
Post a Comment