Thursday, January 13, 2011

С новым Годом! С легким паром!


კვირა დღეს მე და ჩემი რვა ნახევარი წლით პატარა და ქეთევანი (მე რადენი წლის ვარ, აღარ დავაკონკრეტებ) მოვდიოდით საახალწლოდ განათებულ თბილისში, რომელიც რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკო, მართლა ლამაზია. სიტყვა გალამაზდას პრინციპულად არ დავწერ, იმიტომ რომ ვერ ვიტან, როდესაც დიდი ხნის უნახავი ნაცნობი შემხვდება და გაღიმებული, ოდნავ იმფანტილური სახით მეტყვის: „ვაიმე, ვერ გიცანი, როგო გალამაზდი?!“. როგორც გინდათ ისე გაიგეთ, მაგრამ არ მიყვარს ეს გამოთქმა. ამჯერად ჩემი გარეგნობის ცვალებადობაზე აღარ შევჩერდები და ისევ თბილის მივუბრუნდები. თბილისი კი არ გალამზდა, ის, ჩემი აზრით, ბერი  წლების წინ კიდევ უფრო ლამაზი იყო, ვიდრე ახლა, მერე რაღაც დროით ჩაქრა და თითქოს არ ჩანდა, უსხური ნაცრისფერი ყოფის ფერი მანაც შეიძინა. დღევანდელ დღეს ყოფა, რამდენად ფერადია თქვენ თავად განსაზღვრე, თბილის კი ნამდვილად ფერადი (ზოგჯერ მეტისმეტად) და რაც მთავარია, ნათელია. მომწონს ნათურები, ჭაღებიც მომწონს, მძივებიც და წვიმებიც (მართალია, ახალ წელთან ფოთლებისა და ჩიტების და მითუმეტეს მედუზების კავშირის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ როგო რუსები იტყვიან не надо предираться).

მოკლედ, მოვდივართ მე და ქეთევანი და ამ დროს ქეთევა მისი ნაცნობი ბიჭი ხვდება. ტრადიციული გადაკოცნა-გადმოკოცნისა დავაა, რამდენი ხანია არ მინახიხარისშემდეგ ბიჭი ეკითხება: „გაგისწორდა ახალი წელი?“ (მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, მიმაჩნია, რომ ქეთევანის თაობას ნამდვილად არ ვარ ჩამორჩენილი, მაგრამ მაინც ძალიან მეხამუშა ესახალი წელი გაგისწორდა“). ქეთავანმა, როგორც თანამედროვეთინეიჯერებისღირსეულმა წარმომადგენელმა, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელირაღანაერი“ (ვგიჯდები ამ სიტყვაზერაღანაერი“) უკმაყოფილო ტონით უპასუხა: „არაა“ (რატომღაც რომ ეთქვა, გამსწორდაო!). ნაცნობს საპასუხო ფრაზა უკვე გამზადებული ჰქონდა და ქეთევანისარა“- უმალვე შეაგება: „ხოო, არავის არ გაუსწორდა, ვაბშე“. იცის ბიჭმა, სტატისტიკურა გამოიკვლია, რომ 2011 წელის დადგომა, სრულიად მსოფლიოში თუ არა, ნახევარში მაინც, დიახაც რომ არავისაც  გაუსწორდა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქეთევანს ზემოხსენებული შეკითხვა, რომელსაც მე სტატიას ვუძღვნი საერთოდ არ „ესტრანნა“.

საქმე კი სინამდვილეში იმაში კი არ არის ვის რამდენად გაუსწორდა, ან არ გაუსწორდა ახალი წელი, არამედ დამოკიდებულებაში, არსებობს ეს ფენომენი მუდმივი დაუკმაყოფილებლობისა და მუდმივი წუწუნის, „ფუუუ რა იდიოტობაა“ (სინამდვილეში კი ყველამ კარგად იცით რომ ეს იდიოტობაზე ბევრად მეტი ...-ობაა) იმ დამოკიდებულების შერბილებული გამოხატვაა, რომელიც ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს (მათ შორის მეც) აქვს და გვაქვს ჩვენს გარშემო განვითარებული მოვლენების, უფრო კონკრეტულად კი „ივენთების“ და „ფართების“ მიმართ. არა და წესით და რიგით ეს დაუსრულებელი „ტუსოვკები“ სწორედ იმიტომ იმართება, რომ ჩვენ გავერთოთ, მოვდუნდეთ, დავიმხოთ რა ვიცი კიდევ რას აკეთებთ ხოლმე? არ ვიცი შეიძლება ჩემს გარშემო შეიკრიბა ეს „ნედავოლნი“ საზოგადოება, მაგრამ მათი რიცხვი იმდენად შემაშფოთებლად ბევრია, რომ აღნიშვნად ნამდვილად ღირს.

მივუბრუნდეთ ჩვენს პრობლემას, კერძოდ კი „ნედავოლნი საზოგადოებას“. საინტერესოა, როდის მოხდა ეს, როდის დაგვიქვეითდა კმაყოფილების შეგრძნების რეცეპტორები? პოლიტიკური და სოციალური ფონი პირდაპირ კავშირშია ამ პრობლემასთან, მაგრამ არ მინდა ამ თემებზე არც ჩემი და არც თქვენი ყურადღების გამახვილება. არ მინდა იმიტომ, რომ საკმაოდ მძიმე თემებია და ამ საახალწლოდ არც თავს დავიმძიმებ და არც თქვენ დაგამძიმებთ. უბრალოდ ჩვენთვის შევთანხმდეთ, რომ პოლიტიკურმა და სოციალურმა რბილად რომ ვთქვათ - დაღმა სვლამ და გაუთავებელმა წარუმატებლობებმა დიდი გავლენა იქონია ზემოხსენებული „ნედოვოლსტვა“-ს სინდრომის ჯერ ჩამოყალიბებაზე და შემდეგ უკვე განვითარებაზე.

იმისთვის რომ გავერკვე, მაინც როდის იღებს სათავეს დაუკმაყოფილებლობის სინდრომი წარსულს გადავხედე. პირველად, როდესაც ახალი წლის დამოუკიდებლად აღნიშვნის უფლება მოვიპოვე, (რაც დაახლოებით ასე გამოიყურებოდა: ტრადიციულად 24:00 საათზე სახლში შეხვედრა, იგივე დასტუკება და პირველის წუთებზე კი წასაყვანად რომ მოგაკითხეს იმ მეგობრების მანქანაში, ან ტაქსში პირდაპირ მე-5 სართულიდან გადახტომა) 18 ან 19 წლის ვიყავი. ეს ის წლებია, როდესაც, არც რუსთაველის და არც ჭავჭავაძის გამზირები იყო განათებული უთვალავი „ლამპოჩკით“ და საბურთალოსათვის ახლა არავინ იკლავს თავს და მაშინ ხომ საერთოდ ახალი წლის დადგომის არანაირი მინიშნება არ არსებობდა. ახალი წლის დადგომამდე, როგორც წესი დენი „კაკ მინიმუმ“ 2-ჯერ მიდიოდა. ვინ იცის, რამდენჯერ „ჩააგდო“ დენის წასვლამ ელექტრო ღუმელში ამოსული ფუმფულა ბისკვიტი.... ბისკვიტების ვარდნის წლები თამამად შეიძლება ვაღიაროთ რესტორნების აღმართვის წლებად. სწორედ იმ წლებში აშენდა ის გემოვნებიანი და საოცრად მყუდრო სამასი, ხუთასი და ათასხუთას კაციანი რესტორნები. „დიდი რესტორნების ხანა“ მე ღირსეულად გავატარე, ყოველ ახალ წელს, ან საახალწლოდ გამართული რესტორნული „ივენთის“ ბილეთში ვათხლიშავდი უსაზღვრო ფულს, ხანაც მეგობრებთან ერთად თავად ვქირაობდი მათგან ერთ-ერთს და ვაწყობდით იმას, დღეს რომ „პრაივატ ფართი“ ქვია. ძალიან კარგად და გამორჩეულად მახსოვს, სავარაუდოდ 1998 ან 1999 წლის ახალი წელი, როდესაც ჩვენი მეგობრის მეგობრის მეგობრის ნაცნობმა ბიჭებმა დაგვპატიჟეს. ეს იყო გამართლების პიკი, მე და ჩემი ორი მეგობარი ახალი წლის ღამეს ავღმოვჩნდით ნახევრად ჩაბნელებულ „ზავიდენიეში“ რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ (დღეს იქ სავარაუდოდ ხინკალცენტრია, ან რაღაც მსგავსი). სიტუაცია სრულიად გაუგებარი იყო და ამიტომაც მალევე დავტოვეთ იქაურობა. მახსოვს როგორ გვიჩერებდნენ მანქანას უცხო ბიჭები რესპუბლიკის მოედანზე და ჩვენ როგორ ვიყინებოდით ტაქსის მოლოდინში. ერთი წარუმატებელი „ფართი“ არ გამორიცხავდა მეორე „ტუსოვკის“ წარმატებულობას და ამიტომ ჩვენს მეგობრებთან გადავწყვიტეთ წასვლა. ეს ის პერიოდია თბილისის ინტელიგენციას რომ გაუჭირდა და ვაკე-საბურთალოდან დიდ დიღომს რომ მიაშურა. სწორედ ასეთი ყოფილი საბურთალოელის ცოლი იყო ჩვენი კლასელი, რომელიც დიდი დიღომის დიდ დიღომში გადავიდა საცხოვრებლად. მახსოვს მივედით ჩაბნელებულ დიდი დიღომის სულ-სულ ბოლო კორპუსთან, დენი რა თქმა უნდა არ იყო, მაგნიტოფონს მეზობლის „დვიჟოკიდან“ მოპარული კაბელით ვუსმენდით. ძალიან ბევრი დავლიეთ და ძალიან ბევრი ვიცინეთ იმ ახალ წელს. მიუხედავდ იმისა, რომ  არც პერო გვქონდა გაყრილი, არც ლელა წურწუმია და დათო გომართელის დუეტი გვართობდა და ერთი „ილიჩის ლამპოჩკას“ რომ ეძახიან, ისეთი ნათურაც კი არ გვენთო,ჩვენ ის ახალი წელი ძალიან გაგვისწორდა.

კიდევ ერთ ახალ წელს ევროპის ცენტრში, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მთლად ჭიპის ადგილას არ არის, მაგრამ თავის მნიშვნელობით ჭიპი კი არა გულია, - პარიზში შევხვდი. სამი შტერი ქართველი გოგო, რომელთაგან ორი პარიზში უფულოდ ჩამოვიდა, მაგრამ ახალი წლის „ფართიზე“ მოხვედრა და აფროამერიკელებთან ერთად ლამბადას ცეკვაში ახალი წლის ღამეც გაათენა. რა ვიცი, იყო კი ეს ყველაზე არაჩვეულებრივი ახალი წელი, სხვა დანარჩენ ახალ წლებს შორის?

ამ ახალი წლების მერე კიდევ ბევრი ახალი წელი მოვიდა, წავიდა, მოვა ახალი წელი.... უნდა ვაღიარო, რომ ახალი წლის ღამის მაქსიმალურად არაჩვეულებრივად გატარების სურვილი და მოლოდინი ყოველთვის იმდენად დიდია, რომ უმრავლეს შემთხვევებში არ ამართლებს ჩვენს მოლოდინს.

ალბათ ხდება კიდეც ახალი წლის ღამეს საოცრებები. იმ ახალი წლის ღამეებს შორის, რომელიც ჩემს მეხსიერებას შემორჩა, არამგონია ახალი წელი სხვას იმაზე მეტად გასწორებოდა ვიდრე რიაზანოვის  ჟენიასა და ნადიას გაუსწორდათ  და იმაზე მეტად გატყდომოდა, ვიდრე იპალიტს გაუტყდა ახალნაყიდი პალტოთი რომ შევიდა დუშში საბანაოდ. შედარებით ახალგაზრდა რომ ვიყავი, ძალიან მინდოდა ბარბარა ბრილსკას კინოგმირის ბედი გამეზიარებინა და ბენდელიანის ქუჩაზე ჩემს ბინაში გზააბნეული უცნობი სიმპათიური მამაკაცი აღმომეჩინა. მაგრამ კინოს სიუჟეტი კინოში რჩება და ჩვენ კი გვრჩება ჩვენი ცხოვრება და ცხოვრების ის მომენტები, რომლებიც მხოლოდ მაშინ გვისწორდება, როდესაც მათ მიმართ ჩვენი დამოკიდებულებაა არაჩვეულებრივი და საოცარი.

მიუხედავად ამდენი უკმაყოფილო ადამიანისა, იმათ ვგულისხმობ „ახალი წელი რომ არ გაუსწორდათ „ვაბშე“, მე მყავს ერთი მეგობარი, რომელმაც მითხრა: „წელს ყველაზე არაჩვეულებრივი ახალი წელი მქონდა, მე და გიგიშა (მისი შეყვარებული) მთელი ღამე სამზარეულოში ვისხედით და კონიაკს ვწრუპავდითო“. აი ამაშია საქმე, დამოკიდებულებაში, არ არის აუცილებელი Chloe-ს 2010/2011 წლების კოლექციის კაბა გეცვას (აუცილებელი შეიძლება არ არის, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი) და მართლა, მაპატიეთ გამოთქმაზე, და ტრაკში პეროგაყრილი იჯდე სადმე „ნებასკრობზე“. არა თუ ვინმესთვის მხოლოდ ეს არის მთავარი  და მითუმეტეს საკმარისი, კი ბატონო, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მეც ძალიან მიყვარს მსგავსი „სვეცკი“ „ფართები“. მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ეს არ არის აუცილებელი. შეიძლება აი ასეთი „ზესვეცკი“ „ფართიც“ არ გაგისწორდეს, იმიტომ რომ მარტივად შენ თვითონ არ იცოდე რა გისწორდება. ძალიან კარგად მახსოვს ჩემი ერთი ნაცნობი, როგორი აღშფოთებული და მართლა „ნედავოლნი როჟით“ აღწერდა იმ საახალწლო ღამეს, სადაც მოსახვედრად მთელი თვის ხელფასი გადაიხადა. ხოდა იმას ვამბობდი, რომ რადგან მთავარი მაინც ჩვენი დამოკიდებულებაა - მე ჩემ თავს, ჩემ მეგობრებს და ყველას თქვენ ვუსურვებ და გისურვებთ, რომ ვისწავლოთ ისეთი სიტუაციების შექმნა, ისეთი განწობის მოტანა და ისე მოქცევა, რომ როდესაც ერთად ვიქნებით 31 დეკემბერს, 17 მარტს თუ 24 ოქტომბერს, ძალიან მაგრად გაგვისწორდეს.

„ნედავოლნი“ საზოგადოებას (ჩემი ჩათვლით) ვულოცავ ახალი წლის დადგომას, (მიუხედავად იმისა, რომ არანაერი საახალწლო სამზადისი არ მაქვს და 31 დეკემბრისაგან განსხვავებით არც ნიგვზიანებს ვკმაზავ და არც წიწილა მაქვს შესაწვავად შემდგარი, სწორედ დღეს დგება ახალი წელი).  С новым Годом როგორც იტყვიან და С легким паром!

11 comments:

  1. ლიკაა, ჯერ როგორ ხარ და....

    მერე:

    საქმე კი სინამდვილეში იმაში კი არ არის ვის რამდენად გაუსწორდა, ან არ გაუსწორდა ახალი წელი, არამედ დამოკიდებულებაში, არსებობს ეს ფენომენი მუდმივი დაუკმაყოფილებლობისა და მუდმივი წუწუნის, „ფუუუ რა იდიოტობაა“ (სინამდვილეში კი ყველამ კარგად იცით რომ ეს იდიოტობაზე ბევრად მეტი ...-ობაა) იმ დამოკიდებულების შერბილებული გამოხატვაა, რომელიც ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს (მათ შორის მეც) აქვს და გვაქვს ჩვენს გარშემო განვითარებული მოვლენების, უფრო კონკრეტულად კი „ივენთების“ და „ფართების“ მიმართ. არა და წესით და რიგით ეს დაუსრულებელი „ტუსოვკები“ სწორედ იმიტომ იმართება, რომ ჩვენ გავერთოთ, მოვდუნდეთ, დავიმხოთ რა ვიცი კიდევ რას აკეთებთ ხოლმე? არ ვიცი შეიძლება ჩემს გარშემო შეიკრიბა ეს „ნედავოლნი“ საზოგადოება, მაგრამ მათი რიცხვი იმდენად შემაშფოთებლად ბევრია, რომ აღნიშვნად ნამდვილად ღირს.
    10000000% და უამრავჯერ აღმინიშნავს... აი დააკვირდი კლუბში ან სადმე სვეცკობაში რო ხარ, რა სახეებით შემოდიან და გადიან: ,,აუ აქ მაგარი ***ე პუნტია რა მარა უკეთესიც არსადაა და აი ნუ ,,შემოვიარეეეეე''' :))))))))))))))

    პ.ს. ჭუკი ვარ :)))))))))))))))))))))

    არ ვიცოდი მე ეს ბლოგი და დავრჩები ახლა აქ ცოტა ხანს

    ReplyDelete
  2. ე.ი. მთელი თბილისი თურმე აქ ხართ და მე რა გვიან შემოგიერთდით.
    გამარჯობა შენი ჭუკი :)
    მიხარია რომ შემოიარე, ვნახოთ კიდევ რას დაწერ ... :))))

    ReplyDelete
  3. ჭუკი, მართალი ხარ, რომ ჩვენს გასართობადაა ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც ყლეობაა ხოლმე და რა ვქნა :)

    ვერ ვერთობი ბევრ ადგილას.
    მაგრამ სამაგიეროდ ბევრ სხვა ადგილას ვერთობი ხოლმე.

    ამას ამბობს კაცო ლიკაც - ნებისმიერ ადგილას შეიძლება კარგად გაატარო დრო, თუ თავს კარგად გრძნობ იქ.

    ReplyDelete
  4. მაგას ვამბობ ხო მაგას ვამბობ, რომ არის ადგილები სადაც ძალიანაც კარგად ვერთობი და სიეთებიც სადაც ვერ ვერთობი, მაგრამ მტავრი ის არის, რომ არ დაველოდოთ ვიღაცას ვინც მოვა და გაგვართობს, ჩვენ თვითონ დავამუღამოდ ის პონტი სადაც ვართ და გავერთოთ, ვოტ!

    ReplyDelete
  5. ხოდა ჭუკის რაც შეეხება, ჩემი ბოლო პოსტი თუ რას ეძახით თქვენ, წაიკითხე გთხოვ თუ არ დაგეზარება და მერე მიპასუხე კიდევაც რაა, შენნაერებს დავუწერე, უცოლო ,დაუოჯახებელ მამაკეცებს :))))

    ReplyDelete
  6. აბსოლუტურად გეთანხმები, რომ გამრთობის ლოდინის რეჟიმში ყოფნა იდიოტობაა. შენ თვითონ უნდა შეიქმნა ის გარემო (შენთვის სასურველ ადამიანებთან ერთად), სადაც გაერთობი და კმაყოფილი დარჩები.

    "ჩემი ბოლო პოსტი თუ რას ეძახით თქვენ" – მე კატეგორიული მიუღებლობა მაქვს ამ ნაწერებს პოსტებს რომ ეძახიან :–))))) და ბლოგერად რომ მომიხსენიებენ მაგაზეც ნერვები მეშლება, რაღაც სექტანტობა მგონია ეს ბლოგერობა :–)))))არადა ეს ბლოგი კარგი საშუალებაა შენი ნაწერი სხვებსაც წააკითხო. მე ვიცი რამდენიმე ადამიანი ვისაც ბლოგი აქვს, მაგრამ მე არ ვეძახი ბლოგერებს. ძალიან ცოტანი არიან ასეთები, ვინც კარგად წერს, მაგრამ მაინც არიან. ხოდა იმ ცოტა ხალხს შენც შეემატე, ლიკა :–))

    ReplyDelete
  7. ბოლოს მაინც სადღეგრძელოთი რომ დასრულდა ეგ მომეწონა :)

    ReplyDelete
  8. "გამისწორდა" :))) ამ ყველაფრის წაკითხვა "გამისწორდა" და ჩემი და ჩემი მეგობრების ნათქვამი და ნაფიქრი სხვების ნაწერს რომ ემთხვევა, ესეც "გამისწორდა" :)

    უ(ვ)იწროვეს წრეში ძალიან ხალისიანი ახალი წლის ღამე რომ შეიძლება გაასწორო, ისე რომ ტაქსის ფულის გარდა არაფერი დაგეხარჯოს და არაფერზე ინანო, არაფერზე დაგწყდეს გული, ამის აღქმა და შერგება უნდა შეგეძლოს ადამიანს

    ReplyDelete
  9. kalo, minda rom bevri madloba giTxra, gulcrpeli madloba!

    mtavric egaa, zusta rom sadac xar da vistan ertadac xar imis sherbeva shegedzlos, mixaria, rom marto ar var! :)

    ReplyDelete