ქვეყანა, ქალაქი, უბნები, ქუჩები, სახლები, სკვერები, პარკები, ბარები და ვერანდები. ჩვენ -ადამიანები, ვართ ყველგან. მივდივართ, მოვდივართ, გავრბივართ, ვსეირნობთ, გვეჩქარება, გვენატრება, გველოდება, გვენანება, გვეტირება, გვეცინება, გვიხარია, ხან ადრეა და ხან გვიანია. პლანეტა ჰგავს ფერად „კუბიკ-რუბიკს“, ჩვენს ბავშვობაში რომ იყო ეგეთს. „კუბიკ-რუბიკი“ ტრიალებს, ბრუნავს, წითელი ხვდება მწვანეს, ყვითელი თეთრს, ლურჯი ნარინჯისფერს, აი ზუსტად ისე, როგროც ჩვენ - ადამიანები ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს.
ძალიან ბანალურია მაგრამ ჩემთვის ფაქტია - ცხოვრება მშვენიერია. მშვენიერია აბა რა არის, როდესაც ამ „კუბიკ-რუბიკის“ ტრიალის დროს, სულ რომ არ ელოდები ისე, გადაეყრები ადამიანს. ალბათ ცხოვრების აზრიც ამაშია, რომ ერთი ხვდება მეორეს და ცოტა ხნით, ან დიდი ხნით, ან საერთოდ ხანის გარეშე ხდება ერთი მთლიანი, ავსებს ერთმანეთს, ატკბობს, ადნობს..... მერე ერთი მეორეს „გაუიასნებს“ და იწყება ჩვეულებრივი, ან ზოგჯერ არაჩვეულებრივი, მაგრამ მაინც ზოგად პრინციპებს დაქვემდებარებული ე.წ. „სიარული“. მე სიარულზე კი არ ვწერ, არც სეირნობაზე და არც ქორწინებით დასრულებულ ტკბილ რომანზე, იმაზე მინდა დავწერო მკაცრად განსაზღვრული სტატუსი რომ გაქვს „Single“ თავისუფალი, თავისუფალი გულით და სულით, თავისუფალი აზრებით და იმედებით, თავისუფალი იმისთვის, რომ რაღაც სრულიად არაჩვეულებრივი და წარმოუდგენელი, ყველაზე ემოციური და გრძნობიანი გადაგხდეს თავს. ხშირ შემთხვევაში ვერც კი ვაცნობიერებთ, რა შეიძლება იმალებოდეს ამ ერთი შეხედვით მოსაწყენი სტატუსის - „Single“ უკან. მაგალითად, საუზმე ღია ცის ქვეშ და თბილი კრუასანები, ან სადილი ტერასაზე, ნახევრად ტკბილი მშრალი წითელი ღვინო, ან უშაქრო ყავა ნამცხვრით, ვენური შნიცელი, ან პიცა პეპერონი, ტკბილი Capuchino და Redbull-Vodka-ც კი. პრინციპი მარტივია,: რაც უფრო ხშირად გექნება სატუსი „Single“, უფრო მეტს „გასინჯავ“ „Вкус Жизни“-ს, როგოც იტყვიან.
რატომ განიცდიან ადამიანები ასე მტკივნეულად ურთიერთობის დასრულებას, რატომ გონიათ, რომ ურთიერთობა აუცილებლად „Happy End“-ით უნდა დამთავრდეს. მე თვითონ ძალიან ხშირად მტკენია არა–„Happy End“-ური დასასრულის გამო გული, ბევრი მიტირია და ტირილზე მეტი მიფიქრია: რატომ?! დღეს როდესაც მკაცრად განსაზღვრული სტატუსი „Married“ მაქვს ვფიქრობ იმ დასრულებულ, გაწყვეტილ, შეწყვეტილ ურთიერთობებზე, ვფიქრობ დაშორებებზე, განშორებებზე, ზოგჯერ იმ ურთოერთობებზეც ვფიქრობ, რომელიც უნდა ან მინდოდა რომ დაწყებულიყო და არ ან ვერ დაიწყო. ხოდა ვფიქრობ და აი, სადამდე მივდივარ: კარგია, რომ მაშინ იმასთან (ნახევრად ტკბილი მშრალი წითელი ღვინო,), რომ დაიწყო და ისიც კარგია რომ მალევე დასრულდა, ხო აბა ის რომ არ დასრულებულიყო, ამას (საუზმე ღია ცის ქვეშ და თბილი კრუასანები,) ხომ ვერ შევხვდებოდი! აი ის (ტკბილი Capuchino), მაშინ მართალია, ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა, მაგრამ დღესაც ყველაზე ტკბილად მახსენდება და თან ის ასე უცებ რომ არ დასრულებულიყო, მერე ეს (სადილი ტერასაზე პლუს ვენური შნიცელი,) ხომ არ დაიწყებოდა? მართალია, იმასთან (მხოლოდ Redbull-Vodka) საერთოდ ვერ დაიწყო , მაგრამ იმას რომ ჩემთან დაეწყო, იმას ხომ ვერ შეხვდებოდა? შეიძლებოდა ამასთან (პიცა პეპერონი,) დამეწყო, მაგრამ არ დავიწყე და ამას ახლა რა აზრი აქვს? მოკლედ ერთი იწყება და სწორედ იმიტომ მთავრდება, რომ ორი ახალი დაიწყოს. ზოგი თვლის, რომ ამ პროცესსაც უნდა ჰქონდეს დასასრული და არ შეიძლება გაუთავებლად იწყებოდეს და მთავრდებოდეს ურთიერთობა, მაგრამ ეს არ არის ამ სტატიის თემა. მე ვწერ სტატუსზე „Single“, რომელსაც შეიძლება მოყვეს......
No comments:
Post a Comment